Thursday, May 20, 2010

სევდიანი ბორცვი




მარკესზე და მის ნაწარმოებზე ახალი რა უნდა ვთქვა მაგრამ მაინც ჩემს აზრს დავწერ,მით უმეტეს ეს თემა (სიბერე)აქტუალური იყო ჩემთვის ამ დღეების განმავლობაში და ვფიქრობდი კიდეც.მარკესმა ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და ჩემეულ ინტერპრეტაციაში კორექტივები შეიტანა .
"ჩემი ნაღვლიანი მეძავები" სწორედ ასე ქვია ნაწარმოებს პრინციპში მეძავი და ნაღვლიანი ცოტა გაუგებარია . ადამიანი ხომ იმიტომ მიდიხარ მეძაცთან რომ ნაღველი ბინძურ სექსში ჩაკლა, მაგრამ მაკრკესის შემთხვევაში სიტყვა ნაღვლიანი ალბათ არც ახალია და არც გასაკვირი . წიგნის მთავარი პერსონაჟი არის 90 წლის კაცი რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ისე გაატარა ვერც კი მიხვდა როგორ დაბერდა .მართალია ეგრეც არის სიბერის პირველი ნიშნები ისე გეპარება ,რომ თითქმის ვერც კი ამჩნევ მას , რადგან შინაგანად არ იცვლები იგივე ხარ,რაც იყავი,მხოლოდ სხვები ხედავენ შენში მომხდარ ცვლილებებს. თუმცა სანამ სხვები ამ ცვლილებებს დაინახავენ შენ შეგიძლია 50 წლის განმავლობაში გქონდეს სექსი 512 ქალთან (ეუუჰჰ ! შემშურდა ) როგორც ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს , შენ შეგიძლია არ იფიქრო სიყვარულზე , არ იფიქრო ოჯახზე და არაფერზე შენს გარშემო..მთელი ცხოვრება ასე გალიო ტკბილად და არხეინად მაგრამ იმ დროს როდესაც 90 წლის ნისლიანი დილა გათენდება მთელი განვლილი ცხოვრების ტკივილი ერთიანად გატკენს გულს . მას აქვს ცხოვრება რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მისი და მეძავების უთიერთობით წერს წერილებს საკვირაო გაზეთში და ხალხი მას აფასებს .მისგან მაგალითს იღებს როგორც "ჭკვიანი კაცისგან".უხდიან ცერემონიებს .დიდებულს ,ზღაპრულს ისეთებს " რწმენადაკარგულ ესპანელ მღვდლებს" თუ მოაგონდებათ მარტო. იგი საერთოდაც ვერ გრძნობს სიკვდილსა და მის შორის არსებულ ზღვარს.მისთვის ცხოვრება 2 ნაწილად იყოფა. პირველ ორმოცდაათ წლად, როცა უნდა იყო თავაშვებული, გაერთო და დატკბე ცხოვრებით. მიუშვირო ცალი გვერდი და როცა ეს გვერდი დაიწვება, შემდგომ შემოტრიალდე და მეორე ორმოცდაათი წელი, მეორე მიუშვირო შესასწვავად.როცა საკუთარ თავს უსვამს კითხვას რატომ ვერ დაოჯახდა პასუხი ერთი აქვს, კახპებმა დრო არ დაუტოვეს დასაოჯახებლად! მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც 90 წლის გახდა .როდესაც გაიღვიძა და წინ 14 წლის გოგოს სახით წრფელი სიყვარული გადაეშალა . ამ სიყვარულს თავიდანვე განწირული დასასრული ქონდა არა ასაკის გამო...მან სიყვარული კვლავ"ანგელოზსახიან კახპაში" დაინახა და არა ვინმე სხვაში .90 წლისას ყველაზე მეტად უნდოდა სექსი გულის სწორ "დელგადინასთან" მაგრამ სინდისმა ამის საშუალება არ მისცა, როგორც ბოლოს სჩანს კასილდასთან დიალოგში მან გააკეთა სწორი დასკვნა, რომელიც მისდასამწუხაროდ ნაგვიანევი აღმოჩნდა ...ჩვენი დრო წავიდა ეუბნებოდა ვნებიანი კესილდა კვლავ "ცეცხლოვანი ჟიმაობის" მოლოდინში ახლა ის აღარ ვართ რაც ვიყავით ვბერდებით აღიარა ქალმა...ჩვენ უკვე ვართ ბებრები უბრალოდ შიგნიდან ამას ვერ ვგრძნობთ ,მხოლოდ გარეშე თვალისათვის არის შესამჩნევი სხვისი სიბერე. ბოლოსდაბოლოს იგი მიხვდა რომ სადღაც ყველაფერი მთავრდება. სადღაც წყდება ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი.
ერთხელ რომელიღაც მწერალმა იულიუს კეისარს მიწერა წერილი, რომლის შინარსი შემდეგში მდგომარეოდა: "შეუძლებელია ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც ხალხს მიაჩნიხარ"იგი ხალხს სევდიან ბორცვად მიაჩნდა, რადგან მას არ გააჩნდა არავინ, ვინც აგრძნობინებდა სიყვარულს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თვიტონ შინაგანად რათქმაუნდა არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, სანამ 90 წლის არ გახდა, მაგრამ ბოლოს მაინც დარწმუნდა იმაში, რომ ერთხელაც იულიუს კეისარს,თურმე სიმართლე მიწერეს ...
მაგრამ ვინ იცის დაბერდა კი იგი 90 წლისას?? იგი დაბერდება ივლისის ერთ მშვენიერ დღეს, ანუ მას შემდეგ რაც კიდევ 100 წელს გალევს .
და ბოლოს "დელგადინას" ფოტო სწორედ ისეთი ველოსიპედიანი როგორიც მარკესმა ჩემს წარმოსახვაში გააჩინა

© Gabriel García Márquez "Memories of My Melancholy Whores" [2004]

6 comments:

  1. რა კაი კონენტარებს აკეთებ გიო.. :) ამ წიგნის წაკითხვის სურვილი ნამდვილად გამიჩნდა და წაკითხული რო არ მქონოდა, შენი კომენტარის მერე ”თამაში ჭვავის ყანაში”-ც წავიკითხავდიი :)
    დალშე კომენტარს რო წავიკითხავ მერე დავწერ :* :*

    ReplyDelete
  2. მადლობ ოლი :* გაიხარეეე : )))

    ReplyDelete
  3. არა ?? რასთან დაკავშირებით ??

    ReplyDelete
  4. მართალია, არ წამიკითხავს, მაგრამ ასაკის და სიბერის თემა ჩემთვისაც საინტერესოა უკვე კაი ხანია. არც მარკესზე მაქვს საკუთარი აზრი და არც ამ ნაწარმოებზე, მაგრამ ასეთ თემებზე უნდა ფიქრდებოდეს ადამიანი ცხოვრებაში ნამდვილად.

    ReplyDelete
  5. მართალი ხარ ...ნამდვილად

    ReplyDelete