Thursday, March 3, 2011

რა მოხდებოდა "ანუშკას" ზეთი, რომ არ დაეღვარა ...


"ანუშკა" მოსკოვში სედოვაიზე ცხოვრობს. შუა ხნის ქალია, ხელში ზეთით სავსე ბოთლი უჭირავს რომელიც უკვე დაღვარა ,მაგრამ რა მოხდებოდა ანუშკას" ზეთი რომ არ დაეღვარა ...

"პატრიარქებზე" ბერლიოზს ცნობილ და განათლებულ პიროვნებას ტრამვაი არ გაიტანდა და მშვიდად დალევდა გარგარის ოდნავ შემთბარ წვენს, რომელიც სულის მოთქმის უებარი საშუალება იყო ხვათისაგან გაწამებულ მოსკოვში

"ბეზდომნი' (უსახლკარო) შიშველი არ ირბენდა მოსკოვის ვიწრო ქუჩებში და არც პროფესორ სტრავინსკისთან ამოყოფდა თავს, მისთვის ესოდენ უხერხულ სიტუაციში და არც თავად სატანასთან შეხვედრა მოუხდებოდა.

არც ვოლანდი, მაღალი და გამხდარი ადამიანი ეწვეოდა მოსკოვს რომელმაც შემდგომში დიდი უბედურება დაატრიალა ვოლანდს

ვოლნდთან ერთად არ ჩამოვიდოდნენ თვალზე ლიბრაგადაკრული"აზაზელო', ფაგოტი კაროვიევი და ბეჰემოტი (კატა) რომელიც უნდა ავღნიშნო ამათგან ყველაზე მეტად დააკლდებოდა ოკუპანტთა დედაქალაქს.

ვარიეტედან შიშველი არ გამოცვივდებოდა ორი ათასი ადამიანი და არც ტაქსისტი დაუწყებდა კლიენტებს ჩხუბს ყალბ მანეთიანებზე. ამასთანავე მოსკოვის მცხოვრებლები ვერ იხილავდნენ დიდებულ სოუს "შავი მაგია და მისი სრული გამოაშკარავება"

ანუშკას რომ ზეთი არ დაეღვარა ლიტერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის კუბოს ლიტერატორები თავთან ერთად გააცილებდნენ, რათქმაუნდა სხვა დროს .

ოსტატი და მარგარიტა ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებოდნენ რომ არა "ანუშკა" რომელმაც სადოვაიაზე ზეთი დაღვარა

ოსტატს საერთოდაც არ მოუწევდა საგიჟეთში ყოფნა რადგან მის ნაწარმოებს არავინ უარყოფდა და ლევი მათეც შეძლებდა ჰა-ნორიცის სხნას ბრბოს ხელიდან. ეს ყველაფერი რათქმაუნდა მაშინ, თუ პონტოელი პილატე მანამდე არ შეიწყალებდა სიკვდილმისჯილ წინასწარმეტყველს.

მარგარიტა ნიკოლაევნას, ჭკვიან ულამაზეს და განათლებულ ქალს არ მოუწევდა ცოცხზე შემჯდარი ფრენა და სატანის დიდებულ მეჯლისზე მუხლმოშიშვლებული სიარული. არც საწყალ კატას აუწევდა ყურს და მეჯლისის ჩაშლის საფრთხეც არ დადგებოდა ბეჰემოთის თავგანწირული ბღავილის გამო.

ოსტატი და მარგარიტა ვერასიდეს იხიდავდნენ შეპირებულ განთიადს, რომ არა ანუშკა და მისი ზეთი

ანუშკას ზეთი რომ არ დაეღვარა, საერთოდ არ ექნებოდა აზრი სიკეთის კეთებას, რადგან არც თვითონ ბოროტება იარსებებდა.

რომ არა ანუშკა "უსახლკაროს" ყოველი მთცარის ავსებისას არ დაესიზნრებოდა სიზმარი, რომელიც ესოდენ უფორიაქებს სულს.

"ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა" არც ეს დიდებულ ფრაზას იარსებებდა, რომ არა ანუშკა და მისი ზეთი.

რომ არა ანუშკა მიხეილ ბულგაკოვი ვერ დაწერდა 'ოსტატი და მარგარიტა" _ს და არც ჩემი პოსტი იქნებოდა ბლოგზე ......

მაგრამ ანუშკამ ზეთი დაღვარა !

3 comments:

  1. წელიწადში ერთს,მაგრამ კარგს დაწერ ხოლმეე :))) :* nikaaa

    ReplyDelete
  2. მადლობა ნიკა ))

    ReplyDelete
  3. ფრიად მოხიბლული დავრჩი შენი ბლოგით. განსაკუთრებით ეს პოსტი მომეწონა :)

    ReplyDelete