Tuesday, February 7, 2012

ობსკურანტიზმი

ნახევარი დღე ეძინა, როცა გაეღვიძა მზე უკვე უსიცოცხლოდ გაყვითლებულიყო..
ყავა–––სენდვიჩი–––სიგარეტი–––ავტობუსი–––ლექციები–––სიგარეტი–––სენდვიჩი–––ყავა....
01;17 ...
თვალი გაუშტერდა, სხვაგან არის , სადღაც რეალურსა და არარეალურს შორის..

ფიქრობს რომ უყვარს , შეიძლება არც უყვარს , მიაჩნია რომ ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უნარის უქონლობის გამო არც კი უწყიან რომ უყვართ...

ფიქრობს სიკვდილზე. არ ეშინია, უბრალოდ ფიქრობს. ახსენდება ისტორიაში მილიონობით უკვალოდ გამქრალი გვამი...

ფიქრობს ომებზე ახსენდება რომ ‘როდესაც ომი იფეთქებს ხოლმე ადამიანები ამბობენ; ომი დიდხანს ვერ გასტანს, ის ხომ აშკარად სისულელეა, ეჭვი არაა რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა,მაგრამ ეს არ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა, ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა ადამიანი მუდამ თავის თავზე, რომ არ ფიქრობდეს...

ფიქრობს აბსტრაქციაზე, იმაზე თუ რატომ გადის empire state building ის წვერზე დრო უფრო სწრაფად ვიდრე მის სარდაფში...

ფიქრობს მეგან ფოქსზე, მართლაც მაგარი ნაშაა, დიდი სიამოვნებით იჟიმავებდა მასთან...

ფიქრობს რომ ცხოვრება ყველას ტეხს და ბევრს ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება ვისაც ვერ ტეხს კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს,ყველაზე ნაზებს და ყველაზე მამაცებს თუ არც ერთი ხარ არხეინად ბრძანდებოდე მაინც მოგკლავს ოღონდ არა ისეთი აჩქარებით ( საბედნიეროდ არც ერთია, არც მეორე, არც მესამე, ასე რომ ჩქარა ნამდვილად არ მოკვდება )

ფიქრობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, რომელიც ისეთივე რეალურია როგორც სოროკინის „რიგის“ ბოლოში გასვლა...

ფიქრობს რომ გმირს დრო აჩენს ვარლამ არავიძე გმირი იყო ! ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს ამჩნევდა !

ფიქრობს ლეაზე და ბაბეტზე. ბაბეტზე უფრო. ნეტავ როგორი სახე ქონდა ახალ ორგაზმგანცდილ ბაბეტს ? ალბეთ არაამქვეყნიურად მშვიდი ...

ფიქრობს რომ რადგან სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს იქნებ ღმერთისთვისაც ჯობდეს რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ–ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოანდომონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ მოწყალების სათხოვნელად...

ფიქრობს რომ მოწევა კლავს – მაინც ეწევა ....

ფიქრობს რომ მზე ეხლა მერწყულის ზოდიაქოშია, როგორი აბსტრაქტული ტიპები არიან ეს მერწყულები...

ფიქრობს რომ ერთი თვეა სექსი არ ქონია , თავში სავარაუდო პორნოსაიტების სიას იხსენებს...

ფიქრობს რომ schubert__ ave maria გენიალურია !

01;34 ......

ყავა მწარეა , ოთახი ცივი , სიგარეტის ბოლი ნისლიანი.


p.s. ზოგჯერ შუა ღამისას ჩამოვარდნილ სიჩუმეში, სანამ საწოლს მივაშურებდე ხანმოკლე ძილისთვის, კომპიუტერს მივუჯდები ხოლმე. ვხედავ მწვანედ (online) მოციმციმე ადამიანებსრომლებსაც უნდათ ჩემი ფიქრები გაიზიარონ, მოუქნელად ცდილობენ გამოთქვან თავიანთი თანადგომა, ამ დროს კი თავიანთ უსუსურობას უფრო ადასტურებენ, რომელიც ხაზს უსვამს იმ არსებით განსხვავებას რომელიც ჩემსა და ამ ვირტუალურ პიროვნებებს შორის არის !



ობსკურანტიზმი – ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სულიერ განწყობილებას აღნიშნავს, რომლის ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური, პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული მონობის აპოლოგია; ცოდნისადმი, სკოლისადმი, წიგნისადმი, გონების აქტივობისადმი, ზოგადად - განათლებისადმი ნეგატიური, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულება; ყოველგვარი სიახლისა და წინსვლისადმი. ,ობსკურანტობა“ არის შემეცნებისა და აზროვნების ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნებისა და მოვლენების აღქმის, შეფასებისა და ანალიზის გარკვეული ფორმა.

5 comments:

  1. Great ! კარგად აზროვნებ, როგორც ყოველთვის
    : )

    ReplyDelete
  2. არაფრის : )

    ReplyDelete
  3. Casino - Mapyro
    Casino, Casino. 남양주 출장안마 Location: 10.8 충청북도 출장샵 km from 과천 출장안마 McCarran 울산광역 출장마사지 International Airport (Boulder). Directions. Casino - 목포 출장샵 Las Vegas, NV. 0.3 mi. star rating. Locals. The.

    ReplyDelete