Thursday, May 20, 2010

სევდიანი ბორცვი




მარკესზე და მის ნაწარმოებზე ახალი რა უნდა ვთქვა მაგრამ მაინც ჩემს აზრს დავწერ,მით უმეტეს ეს თემა (სიბერე)აქტუალური იყო ჩემთვის ამ დღეების განმავლობაში და ვფიქრობდი კიდეც.მარკესმა ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და ჩემეულ ინტერპრეტაციაში კორექტივები შეიტანა .
"ჩემი ნაღვლიანი მეძავები" სწორედ ასე ქვია ნაწარმოებს პრინციპში მეძავი და ნაღვლიანი ცოტა გაუგებარია . ადამიანი ხომ იმიტომ მიდიხარ მეძაცთან რომ ნაღველი ბინძურ სექსში ჩაკლა, მაგრამ მაკრკესის შემთხვევაში სიტყვა ნაღვლიანი ალბათ არც ახალია და არც გასაკვირი . წიგნის მთავარი პერსონაჟი არის 90 წლის კაცი რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ისე გაატარა ვერც კი მიხვდა როგორ დაბერდა .მართალია ეგრეც არის სიბერის პირველი ნიშნები ისე გეპარება ,რომ თითქმის ვერც კი ამჩნევ მას , რადგან შინაგანად არ იცვლები იგივე ხარ,რაც იყავი,მხოლოდ სხვები ხედავენ შენში მომხდარ ცვლილებებს. თუმცა სანამ სხვები ამ ცვლილებებს დაინახავენ შენ შეგიძლია 50 წლის განმავლობაში გქონდეს სექსი 512 ქალთან (ეუუჰჰ ! შემშურდა ) როგორც ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს , შენ შეგიძლია არ იფიქრო სიყვარულზე , არ იფიქრო ოჯახზე და არაფერზე შენს გარშემო..მთელი ცხოვრება ასე გალიო ტკბილად და არხეინად მაგრამ იმ დროს როდესაც 90 წლის ნისლიანი დილა გათენდება მთელი განვლილი ცხოვრების ტკივილი ერთიანად გატკენს გულს . მას აქვს ცხოვრება რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მისი და მეძავების უთიერთობით წერს წერილებს საკვირაო გაზეთში და ხალხი მას აფასებს .მისგან მაგალითს იღებს როგორც "ჭკვიანი კაცისგან".უხდიან ცერემონიებს .დიდებულს ,ზღაპრულს ისეთებს " რწმენადაკარგულ ესპანელ მღვდლებს" თუ მოაგონდებათ მარტო. იგი საერთოდაც ვერ გრძნობს სიკვდილსა და მის შორის არსებულ ზღვარს.მისთვის ცხოვრება 2 ნაწილად იყოფა. პირველ ორმოცდაათ წლად, როცა უნდა იყო თავაშვებული, გაერთო და დატკბე ცხოვრებით. მიუშვირო ცალი გვერდი და როცა ეს გვერდი დაიწვება, შემდგომ შემოტრიალდე და მეორე ორმოცდაათი წელი, მეორე მიუშვირო შესასწვავად.როცა საკუთარ თავს უსვამს კითხვას რატომ ვერ დაოჯახდა პასუხი ერთი აქვს, კახპებმა დრო არ დაუტოვეს დასაოჯახებლად! მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც 90 წლის გახდა .როდესაც გაიღვიძა და წინ 14 წლის გოგოს სახით წრფელი სიყვარული გადაეშალა . ამ სიყვარულს თავიდანვე განწირული დასასრული ქონდა არა ასაკის გამო...მან სიყვარული კვლავ"ანგელოზსახიან კახპაში" დაინახა და არა ვინმე სხვაში .90 წლისას ყველაზე მეტად უნდოდა სექსი გულის სწორ "დელგადინასთან" მაგრამ სინდისმა ამის საშუალება არ მისცა, როგორც ბოლოს სჩანს კასილდასთან დიალოგში მან გააკეთა სწორი დასკვნა, რომელიც მისდასამწუხაროდ ნაგვიანევი აღმოჩნდა ...ჩვენი დრო წავიდა ეუბნებოდა ვნებიანი კესილდა კვლავ "ცეცხლოვანი ჟიმაობის" მოლოდინში ახლა ის აღარ ვართ რაც ვიყავით ვბერდებით აღიარა ქალმა...ჩვენ უკვე ვართ ბებრები უბრალოდ შიგნიდან ამას ვერ ვგრძნობთ ,მხოლოდ გარეშე თვალისათვის არის შესამჩნევი სხვისი სიბერე. ბოლოსდაბოლოს იგი მიხვდა რომ სადღაც ყველაფერი მთავრდება. სადღაც წყდება ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი.
ერთხელ რომელიღაც მწერალმა იულიუს კეისარს მიწერა წერილი, რომლის შინარსი შემდეგში მდგომარეოდა: "შეუძლებელია ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც ხალხს მიაჩნიხარ"იგი ხალხს სევდიან ბორცვად მიაჩნდა, რადგან მას არ გააჩნდა არავინ, ვინც აგრძნობინებდა სიყვარულს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თვიტონ შინაგანად რათქმაუნდა არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, სანამ 90 წლის არ გახდა, მაგრამ ბოლოს მაინც დარწმუნდა იმაში, რომ ერთხელაც იულიუს კეისარს,თურმე სიმართლე მიწერეს ...
მაგრამ ვინ იცის დაბერდა კი იგი 90 წლისას?? იგი დაბერდება ივლისის ერთ მშვენიერ დღეს, ანუ მას შემდეგ რაც კიდევ 100 წელს გალევს .
და ბოლოს "დელგადინას" ფოტო სწორედ ისეთი ველოსიპედიანი როგორიც მარკესმა ჩემს წარმოსახვაში გააჩინა

© Gabriel García Márquez "Memories of My Melancholy Whores" [2004]

Tuesday, May 11, 2010

გმირები,ტერორისტები თუ "პირველი მერცხლები"



დიდი ხანია მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო "ჯინსების თაობასთან" დაკავშირებით ვეცდები მეტ-ნაკლებად გადმოგცეთ რასაც ვფიქრობ
ამ ამბავზე ბევრი რამ გამიგია ზოგი რას ამბობს, ზოგი რას,ერთნი ამ ბიჭებს ტერორისტებად ნათლავენ, მეორენი გმირებად ჩემი აზრით არც ერთი იყვნენ და არც მეორე თუმცა ჩემი აზრი ბოლოსკენ იყოს ...
ზოგადად ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა დამებადა ეს ბიჭები,რომ არ დაეხვრიტათ,ჰქონდა თუ არა მათ ცხოვრებას აზრი ასეთ საქართველოში ? იყო თუ არა მათი რისკი გამართლებული ?
ქვეყანაში სადაც არ გაქვს უფლება იარო ჯინსით, იმიტომ რომ საბჭოეთმა ეს აკრძალა. ქვეყანაში სადაც გეშინია Led_zeppelin ის მოსმენა იმიტომ რომ იგი საბჭოთა კავშირში არ დაიბადა (რომ დაბადებულიყო,რათქმაუნდა ყოველღამე იავნანასავით გვასმენინებდნენ)იმ ქვეყანაში სადაც სიყვარულს გიკრძალავენ. ქავეყანაში სადაც შეყვარებულის მხარზე თავის ჩამოდებას ამორალურ საქციელში გითვლიან ?..მგონი საკმარისი მიზეზებია იმისათვის,რომ რისკი გამართლებულად მივიჩნიოთ
უნდა ავღნიშნოთ რომ ისინი რათქმაუნდა არიან დამნაშავეები და მათ პასუხი უნდა ეგოთ კანონის წინაშე არა იმ ფორმით რა ფორმითაც ეს მოხდა მაგრამ უნდა დასჯილიყვნენ სამართლის ნორმების შესაბამისად ...სამართალი?? მგონი ეს სიტყვა უადგილო და კონტექტიდან ამოვარდნილი იყო ..სწორედაც რომ ამოვარდნილი .სამართალზე ახალს ვერაფერს ვიტყვი რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება მიიპყროს, მაგრამ აქ გამეფებული უსამართლობა, რომ არ ავღნიშნო არ შმიძლია : ორსულ ქალს ციხეში უკლავ ნაყოფს, ანუ თავად ხარ მკვლელი და ხალხს ასამართლებ ტერორიზმზე, ნახევარ თვითმფრინავს ჟლეტ ავტომატით, როდესაც შესაძლებელია უსისხლოდ ჩაგბარდნენ ისინი არის თუ არა ეს უარესი დანშაული, ვიდრე იმ ბიჭებმა ჩაიდინეს ...ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ -არის !
როგორ შეიძლება "ცეკას"იმდროინდელი მდივანი განვიხილოთ როგორც ადამიანი არსება ,რომელიც მამას სთხოვს არჩევანი გააკეთოს თავის ორ შვილს შორის არსება, რომელსაც შეეძლო ეს სასჯელი თავიდან აეცილებინა ახალგაზრდებისთვის და ეს არ გააკეთა
ჩემი აზრით ეს ბიჭები არ იყვნენ არც ტერორისტები და არც გმირები. ისინი იყვნენ უბრალოდ ცუდი ეპოქის შვილები. მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, ან ყველაფერი ან არაფერი.ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს "მონანიების" ეპიზოდს როცა მრგვალ კედლებს შორის გასაქცევი არსად ჩანს.ისინი უნდა გაფრენილიყვნენ როგორც ირაკლი ჩარკვიანმა თქვა ან ზღვა უნდა გადაეცურათ ან "გვირაბი გაეყვანათ ბომბეიდან ლონდონამდე'მოკლედ გამოსავალი უნდა ეპოვათ მათ იპოვეს კიდეც გამოსავალი მართალია მათ იმდროინდელ მცდელობას შედეგი არ მოყვა მაგრამ ისინი არიან "პირველი მერცხლები" რომლებმაც საბოლოო ჯამში გაზაფხული მოიყვანეს.