Thursday, August 16, 2012

რატომ არ დამირეკე ხვალ ?

ყველაფერი თავის ადგილზეა, ანუ ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო. 4 საათი და 13 წუთია , 47 წუთში 5 გახდება და ა.შ.

ფანჯარა ისევ გამჭვირვალეა, რაღაც ოპორტუნისტულად ვიყურები შიგ, ისევ ის თვითმფრინავები დაფინავენ, სხვადასხვა ოცნებებით. რა ლამაზია როცა თოვს, ლამპიონების ქვეშ ზიხარ და ოცნებაგატანებული თვითმფრინავის კვალს უყურებ ცაში, გაცრეცილს მაგრამ მაინც .....

ამაზე აღარ გავაგრძელებ არ ღირს , სხვა რაღაცას ვფიქრობდი საერთოდ ჰოლოკოსტის ბოლომდე მიყვანაზე და არასრულყოფილ ემანსიპაციაზე. ემანსიპაცია - ინდივიდუალური არსებობა და მისგან გამომდინარე თავისუფლების აღქმა დემოკრატიის ქვაკუთხედია, ერთქგვარი კონტრაქტი ხელმოწერილი, თუმცა უფრო დიდი, ვიდრე ქაღალდზე უაზროდ მიმოფანტული სიტყვების გროვა . წარსულს რომ გადახედავ, იქნებ ცდები,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და გათვლილი.ზოგადად როცა სინათლე ქრება და უცებ წყვდიადი ისადგურებს შენდაუნებურად ფიქრობ ნეტავ საერთოდ არ ანთებულიყოო

ბავშვობაში ერთი ასეთი ამოჩემება მქონდა : შემეძლო საათობით ვმდგარიყავი ეზოში და ყვითელი ყვავილი გულდასმით უსაზღვროდ დიდი დროის განმავლობაში მეთვალიერებინა. აი ის გაზაფხულზე მარტში რომ ამოდის. ვაკვირდებოდი როგორ ცოცხლობდა, ვკრეფდი და შემდგომ სახლში მიმქონდა. მეგონა ეს ყვავილი სულაც ჩემთვის ამოდიოდა. თუმცა ყველაფერი იცვლება 10 წელია ალბათ არცერთი ყვითელი ყვავილი არ შემხვედრია. მილიონჯერ მაინც ჩავუარე გვერდით და 1 წამითაც არ ამჩქარებია გული, ჰეჰ გასაკვირია ,იმ დროს როგორი აღტაცებით მიმქონდა შინ . რაღაცნაირად საერთოდ უცხო გახდა ჩემთვის და ამის გამო არც იმედგაცრუება განმიცდია და არც გულისტკივილი ...... არადა მაშინ ყველაზე ლამაზი და უსაზღვროდ სრულყოფილი მეჩვენებოდა ......

Tuesday, February 7, 2012

ობსკურანტიზმი

ნახევარი დღე ეძინა, როცა გაეღვიძა მზე უკვე უსიცოცხლოდ გაყვითლებულიყო..
ყავა–––სენდვიჩი–––სიგარეტი–––ავტობუსი–––ლექციები–––სიგარეტი–––სენდვიჩი–––ყავა....
01;17 ...
თვალი გაუშტერდა, სხვაგან არის , სადღაც რეალურსა და არარეალურს შორის..

ფიქრობს რომ უყვარს , შეიძლება არც უყვარს , მიაჩნია რომ ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უნარის უქონლობის გამო არც კი უწყიან რომ უყვართ...

ფიქრობს სიკვდილზე. არ ეშინია, უბრალოდ ფიქრობს. ახსენდება ისტორიაში მილიონობით უკვალოდ გამქრალი გვამი...

ფიქრობს ომებზე ახსენდება რომ ‘როდესაც ომი იფეთქებს ხოლმე ადამიანები ამბობენ; ომი დიდხანს ვერ გასტანს, ის ხომ აშკარად სისულელეა, ეჭვი არაა რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა,მაგრამ ეს არ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა, ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა ადამიანი მუდამ თავის თავზე, რომ არ ფიქრობდეს...

ფიქრობს აბსტრაქციაზე, იმაზე თუ რატომ გადის empire state building ის წვერზე დრო უფრო სწრაფად ვიდრე მის სარდაფში...

ფიქრობს მეგან ფოქსზე, მართლაც მაგარი ნაშაა, დიდი სიამოვნებით იჟიმავებდა მასთან...

ფიქრობს რომ ცხოვრება ყველას ტეხს და ბევრს ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება ვისაც ვერ ტეხს კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს,ყველაზე ნაზებს და ყველაზე მამაცებს თუ არც ერთი ხარ არხეინად ბრძანდებოდე მაინც მოგკლავს ოღონდ არა ისეთი აჩქარებით ( საბედნიეროდ არც ერთია, არც მეორე, არც მესამე, ასე რომ ჩქარა ნამდვილად არ მოკვდება )

ფიქრობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, რომელიც ისეთივე რეალურია როგორც სოროკინის „რიგის“ ბოლოში გასვლა...

ფიქრობს რომ გმირს დრო აჩენს ვარლამ არავიძე გმირი იყო ! ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს ამჩნევდა !

ფიქრობს ლეაზე და ბაბეტზე. ბაბეტზე უფრო. ნეტავ როგორი სახე ქონდა ახალ ორგაზმგანცდილ ბაბეტს ? ალბეთ არაამქვეყნიურად მშვიდი ...

ფიქრობს რომ რადგან სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს იქნებ ღმერთისთვისაც ჯობდეს რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ–ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოანდომონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ მოწყალების სათხოვნელად...

ფიქრობს რომ მოწევა კლავს – მაინც ეწევა ....

ფიქრობს რომ მზე ეხლა მერწყულის ზოდიაქოშია, როგორი აბსტრაქტული ტიპები არიან ეს მერწყულები...

ფიქრობს რომ ერთი თვეა სექსი არ ქონია , თავში სავარაუდო პორნოსაიტების სიას იხსენებს...

ფიქრობს რომ schubert__ ave maria გენიალურია !

01;34 ......

ყავა მწარეა , ოთახი ცივი , სიგარეტის ბოლი ნისლიანი.


p.s. ზოგჯერ შუა ღამისას ჩამოვარდნილ სიჩუმეში, სანამ საწოლს მივაშურებდე ხანმოკლე ძილისთვის, კომპიუტერს მივუჯდები ხოლმე. ვხედავ მწვანედ (online) მოციმციმე ადამიანებსრომლებსაც უნდათ ჩემი ფიქრები გაიზიარონ, მოუქნელად ცდილობენ გამოთქვან თავიანთი თანადგომა, ამ დროს კი თავიანთ უსუსურობას უფრო ადასტურებენ, რომელიც ხაზს უსვამს იმ არსებით განსხვავებას რომელიც ჩემსა და ამ ვირტუალურ პიროვნებებს შორის არის !



ობსკურანტიზმი – ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სულიერ განწყობილებას აღნიშნავს, რომლის ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური, პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული მონობის აპოლოგია; ცოდნისადმი, სკოლისადმი, წიგნისადმი, გონების აქტივობისადმი, ზოგადად - განათლებისადმი ნეგატიური, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულება; ყოველგვარი სიახლისა და წინსვლისადმი. ,ობსკურანტობა“ არის შემეცნებისა და აზროვნების ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნებისა და მოვლენების აღქმის, შეფასებისა და ანალიზის გარკვეული ფორმა.