ყველაფერი თავის ადგილზეა, ანუ ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო. 4 საათი და 13 წუთია , 47 წუთში 5 გახდება და ა.შ.
ფანჯარა ისევ გამჭვირვალეა, რაღაც ოპორტუნისტულად ვიყურები შიგ, ისევ ის თვითმფრინავები დაფინავენ, სხვადასხვა ოცნებებით. რა ლამაზია როცა თოვს, ლამპიონების ქვეშ ზიხარ და ოცნებაგატანებული თვითმფრინავის კვალს უყურებ ცაში, გაცრეცილს მაგრამ მაინც .....
ამაზე აღარ გავაგრძელებ არ ღირს , სხვა რაღაცას ვფიქრობდი საერთოდ ჰოლოკოსტის ბოლომდე მიყვანაზე და არასრულყოფილ ემანსიპაციაზე.
ემანსიპაცია - ინდივიდუალური არსებობა და მისგან გამომდინარე თავისუფლების აღქმა დემოკრატიის ქვაკუთხედია, ერთქგვარი კონტრაქტი ხელმოწერილი, თუმცა უფრო დიდი, ვიდრე ქაღალდზე უაზროდ მიმოფანტული სიტყვების გროვა .
წარსულს რომ გადახედავ, იქნებ ცდები,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და გათვლილი.ზოგადად როცა სინათლე ქრება და უცებ წყვდიადი ისადგურებს შენდაუნებურად ფიქრობ ნეტავ საერთოდ არ ანთებულიყოო
ბავშვობაში ერთი ასეთი ამოჩემება მქონდა : შემეძლო საათობით ვმდგარიყავი ეზოში და ყვითელი ყვავილი გულდასმით უსაზღვროდ დიდი დროის განმავლობაში მეთვალიერებინა. აი ის გაზაფხულზე მარტში რომ ამოდის. ვაკვირდებოდი როგორ ცოცხლობდა, ვკრეფდი და შემდგომ სახლში მიმქონდა. მეგონა ეს ყვავილი სულაც ჩემთვის ამოდიოდა. თუმცა ყველაფერი იცვლება 10 წელია ალბათ არცერთი ყვითელი ყვავილი არ შემხვედრია. მილიონჯერ მაინც ჩავუარე გვერდით და 1 წამითაც არ ამჩქარებია გული, ჰეჰ გასაკვირია ,იმ დროს როგორი აღტაცებით მიმქონდა შინ . რაღაცნაირად საერთოდ უცხო გახდა ჩემთვის და ამის გამო არც იმედგაცრუება განმიცდია და არც გულისტკივილი ...... არადა მაშინ ყველაზე ლამაზი და უსაზღვროდ სრულყოფილი მეჩვენებოდა ......
ძნელია, როცა რაღაცას წააწყდები, რაც ბავშვობაში ყველაზე ლამაზი და უსაზღვროდ სრულყოფილი გეჩვენებოდა.. ახლა კი შელანძღულია..
ReplyDeleteარამარტო წარსულში.... ზოგაგად რაც ყველაზე ლამაზი და სრულყოფილი გეჩვენება და აღმოაჩენ რომ ცდებოდი დიდ იმედგაცრუებას იწვევს და იმ ყველაფრის მიმართ რაღაცნაირად მარგინალური ხდები : /
ReplyDeleteკიდევ ერთხელ წავიკითხე
ReplyDeleteხანდახან ადამიანებს უნდათ რომ ცდებოდნენ და ამისთვის ეძებენ მიზეზებს, რომ საკუთარ თავს ეს დააჯერონ : )