სიზმრების მეშინია, რომ ვიღვიძებ ემოციურად დაცლილი ვარ, არადა სწორედ მაშინ უნდა დავიწყო. ამ მოჩვენებების გროტესკულობის აღქმას უფრო საღი იუმორი სჭირდება ალბათ.
დუბლი 11 კადრი : აღარ მახსოვს მერამდენე
მე
ნივთებს ვალაგებ ერთი ადგილიდან მეორეზე,მეორიდან,მესამეზე გადამაქვს სრულყოფილების მისაღწევად. ბოლოში როცა გავდივარ მაშინ ვხვდები, რომ თურმე თავიდანვე არასწორად გადავაადგილე, ანდა რა აზრი ჰქონდა ? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ხომ არ იცვლება.
ვფიქრობდი:რა საზიზღარია ადამიანი ყველაფერს მარტივად ეგუებათქო. თავში სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი, ვცდილობდი რამით გამომეტენა, მაგრამ შენც არ მომიკვდე...ვერაფერს ვინახავდი.
ცხოვრება ცვალებადიათქო ვფიქრობდი, არაფერი გრძელდება სამუდამოდ. ამაში თავისთავად ახალი არაფერია, უბრალოდ უფრო მძაფრად შევიგრძნობდი ახლა.
მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში,ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდება. იქნებ არასწორ ადგილას ვეძებ ? იქნებ იმის გამო, რომ იქ არ ვეძებდი სადაც უნდა მეძებნა. ნამდვილი ცხოვრება კიდე ის არაა ელოდო დინება როდის წაგიღებს, ზოგჯერ უმჯობესია საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდე. როდესაც ვიღაც შემოდის შენს ცხოვრებაში ერთი ნაწილი ამბობს მზად არ ვარო, მეორე კი გეუბნება არსად გაუშვაო. ამ ორიდან რომელიმე უნდა გააკეთო, თუნდაც უმნიშვნელო იყოს უნდა გააკეთო, რადგან სხვა შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს.
შენ
"ჩვენ" – შენ და ის და "ის"– მე
დღეს ამას იზამდა, ხვალ იმას,ზეგ სხვას. თვითონ გიკვირს რატომ ცდილობ სხვისი ცხოვრება შეავსო.
შენი ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობაა, ამას შენს გარდა ვერავინ ხვდება, რადგან შენ სულ იღიმი, რადგან გგონია თუ შენ უბედურებას დამალავ იგი გაქრება, ეს გარკვეულწილად ასეცაა. რაც არ ჩანს ის არც არსებობს, იმიტომ, რომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ყველაფერი ხილული და მატერიალურია. სადაც ყველაფერს შეგიძლია ხელით შეეხო.შენი ტკივილი კი უხილავია.
შენ არასოდეს ამბობდი "ხომ გეუბნებოდიო" მაშინაც კი როცა მართლა მეუბნებოდი.
შენ ისე მიღიმოდი–ისე იმ ადამიანს უღიმიან, რომელსაც სადაცაა მიატოვებენ.
შენთვის რომ ეკითხათ იტყოდი მიყვარსო. იცოდი, რომ მართლა გიყვარდა თუმცა საქმეც ეგ იყო, რომ " ი ც ო დ ი "
ნუ ტირი, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ, რომ ეს იყო
ინტერვიუს ვაძლევდი სიცოცხლეზე. ვერ მივხვდი რატომ ვსაუბრობდი ამაზე,ან ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებდა მაგრამ მაინც : "სიცოცხლე იმით კი არ იზომება რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით,რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა" .
P.S. " ვინც მარტო რჩება ამქვეყნად, ის არაფერია " © Shakespeare
მე –– არაფერი
momwons da bevri detali momewona ) *
ReplyDeletemomewona... tumca ramodenime mwerlis gavlena igrdznoba :3 begbederis gansakutrebit . momewona da gaagrdzele wera :3
ReplyDelete