Friday, April 26, 2013

პარეტო გაუმჯობესება

ერთის უბედურების ხარჯზე, ყოველთვის უმჯობესდება ვიღაცის მდგომარეობა, რაღაცნაირი სოციალური ტრანსფორმაცია ხდება ერთი მასის კეთილდღეობის გამო, ვიღაც "ამაზრზენი" ფრი რაიდერის შემწეობით.



ჩვენ ამას რათქმაუნდა ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ ადამიანი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს. ტვინში პარტიკულარულად მოწყობილ სივრცეებში. ზოგჯერ რაღაც ჯგუფი გაიბრძოლებს ამოხტეს ამ მოჯადოვებული წრიდან და აჰაა ... !!! ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ულტიტუდი ისეთი მიუღწეველი ჩანს, როგორც ლივერპულის მიერ პრემიერლიგის ჩემ სიცოცხლეში მოგება.



შესაძლებლობები კიბოსავით არის, რაც მეტს ფიქრობ უფრო მრავლდებიან, შეუძლებელი ხდება მათი შეჩერება. ერთის შესაძლებლობა ყოველთვის მეორის შეუძლებლობაზეა დამოკიდებული.



რა გავაკეთოთ ? როგორ შევიმუშავოთ კონსპირაციის თეორია კიბოს წინააღმდეგ ? ვილაპარაკოთ : სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე, სიბერეზე , სიყვარულის შეუძლებლობაზე , სექსზე , ზღაპრებზე , მდიდრებზე და უსახლკაროებზე, სიკეთის არ არსებობაზე , გაგების არ ქონაზე, ვერ ნათქვამ წინადადებებზე , ყელში მომჯდარ სიტყვებზე, თვალებზე გაყინულ ცრემლებზე ოღონდ ვილაპარაკოთ. ვიყოთ "ამაზრზენნი" და ვიქნებით მართალნი



მე ვილაპარაკებ . ამით ჩემდაუნებურად ვიღაცის პარეტო გაუარესებას უკვე ჩავუყრი სათავეს.



ასე რომ პარეტო ეფექტიანობა ბუნებაში არასოდეს მიიღწევა.



* პარეტო-ეფექტიანობა ფაქტობრივად ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების მდგომარეობას შეესაბამება და ეკონომიკური ოპტიმუმის ცნების სახითაც მოიხსენიება. პარეტოს ოპტიმუმი გულიხმობს ისეთ მდგომარეობას, როცა შეუძლებელია რაიმე კეთილდღეობის მიღწევა სხვა ინდივიდის დაზარალების გარეშე

No comments:

Post a Comment