Saturday, July 2, 2011

უპერსპექტივობა



იმდღეს გავიღვიძე და რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. ვგრძნობდი იმას, რომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. თვითონ ზემოთ თქმული წინადადება დიდი ვერაფერი,მაგრამ ალბათ ყველას გქონიათ ეს შეგრძნება ერთხელ მაინც ცხოვრებაში. იმ წუთასვე პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრი დავიწყე და მივხვდი,რომ პერსპექტივა მჭირდებოდა 100 % ვეთანხმები ერლენდ ლუს პერსპექტივა აფთიაქში უნდა იყიდებოდეს. მიხვალ ერთი-ორ კაფსულას ვენაში შეიშხაპუნებ და მორჩა ყველაფერს ისევ ვარდისფერის ინტერპრეტაციით ხედავ
ყველა ადამიანს აქვს ერთი ან ორი ისეთი რამ რისი დაკარგვაც არაფრის გულისათვის არ მოუნდება. ჩემთვის ასეთი რაღაც პერსპექტივაა. როცა ქრება : იმედი , შესაძლებლობები პერსპექტივა საერთოდ ვერ ვგრძნობ კავშირს საგნებს მოვლენებსა და ქვეყნიერებას შორის. დიდ კედელს ვაწყდები , საუბედუროდ ეს კედელი არც ბერლინშია „ დანგრევის პერსპექტივით „
ასეთ დროს ყოველთვის წარსულში ვიხედები და ვიხსენებ ისეთ რაღაცეებს , რაც პატარაობაში აღმაფრთოვანებდა აი მცირეოდენი ჩამონათვალი
მანქანები,ბურთები,ტრაქტორები,ცხოველები,ფრინველებიც,რუბიკის-კუბიკი,თოვლი,ტელევიზორი,ალუჩა,ჩემზე გამხდარი ბავშვები,ჩემზე მსუქნებიც,ონკანი,ბანაობა,მზის ამოსვლა,მელოტები,კომპიუტერები,მოშარდვა,რეკლამები,სუპერმარკეტები,თამაში (ერთხელ გულის წასვლამდე ვითამაშე,იმდენადაც კი გავერთე რო ერლენდის არ იყოს ჭამაც დამავიწყდა )
ამ სიიდან მაინცდამაინც ცხოველები და ფრინველები ამოვარჩიე და გადავწყვიტე ის ცხოველები და ფრინველები ჩამომეთვალა რაც მინახავს ზოოპარკისა და ტელევიზორის გამოკლებით აი მათი სიაც :
ძაღლი,კატა,ღორი,ირემი,ზღარბი,კუ,კოდალა,არწივი,ძერა,ჩიტუნები,წერო,თოლია,მტრედი,მაჩვი,ციყვი,თხა,ცხვარი,მელა,კურდღელი,ზაზუნა,ცხენი...საინტერესოა რა მწირი სიაა მე კი მეგონა უფრო აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი.
ამის მერე მომინდა ჩამოთვლა იმისა რა მაქვს და რა არ მაქვს
რა მაქვ/მყავს : ძმა,მშობლები,სახლი ველოსიპედი,მეგობრები,reebok_ის ბოტასები Celtic_ის ფორმა Liverpool_ის სტიკერები,მობილური ტელეფონი, i pod ,სასწავლებლის ვალი (სხვა ვალებიც )ფოტოაპარატი სექს პარტნიორები.
არ მაქვს/მყავს;მანქანა,აგარაკი,იახტა,შეყვარებული,Rolex ის საათი,კარგი ინტერნეტი,ჩოგბურთის ჩოგნები.
მაქვს =14 არ მაქვს=7
14-7=7
7=პერსპექტივას.

რათქმაუნდა ამდაგვარი გამოთვლა მხოლოდ სისულელეა და სხვა არაფერი.
ისე კი თავს იმ ხალხის სიაში ვთვლი, რომლებიც სამყაროს არც გააუმჯობესებენ და არც გააუარესებენ. ასეთები დღეს საკმაოდ ბევრნი ვართ, ასე რომ თავს მარტო სულად ნამდვილად არ ვგრძნობ.ისე ერთი კია რომელიმეს რომ ეკითხა რომელ ტელეარხს შეადარებდი საკუათარ თავსო აუცილებლად TV 2 *** ვუპასუხებდი.


P.S. კლუბი

-გამარჯობა ! მე გიორგი ვარ . მე უპერსპექტივობა მჭირს
-გამარჯობა გიორგი!!! (ერთხმად)
_გვიამბე შენ შემთხვევაში როგორ მოხდა ?? …
-...იმდღეს გავიღვიძე, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლავგრძნობდი იმას, რომრომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი .........




*** TV 2 - ნაკლებად რეიტინგული, მოსაწყენი ნორვეგიული არხი რომლის მიმართაც საზოგადოებას ცინიკური და ირონიული დამოკიდებულება აქვს .

© Nadusa

Monday, June 6, 2011

შენ შეგეძლო. . . !








შენ შეგეძლო :
გეთქვა
გეკოცნა
გელოკა
გეფიცა
გენგრია
გეყვირა
გეზასავა
გეცინა
გეჟიმავა
გე lika ა
გეფრინა
გეხვეწა
გენაშა
გელოცა
გესვა
გეთამაშა
გელიდერა
გეჭამა
გემესიჯა
გერეკა
გენაგლა
გენათხოვრა
გესწავლებინა
გემეტიჩრა
გერბინა
გეცხოვრა
გესაყვედურა
გემასტურბრირა
გებრძოლა
გეტირა
გეჩურჩულა
გესმინა
გე comment ა
გეთხოვა
გებლოგა
გეკეთებინა
გესროლა
გებლატავა
გებოსა
გეხოცა
გეჩქმიტა
გეკაწრა
გეძინა
გეგინა
გემოქმედა
გეხატა
გეოცნება
გეცეკვა
გელეწა
გებდღვირა
გეტლიკინა
გეკრიტიკა
გემღერა
გემინეტა
გეფურთხა
გეჯობნა
გეფერა
გეწეწა
გეთაფლა
გედარდა
გეყვედრა
გეჯავრა
გეწამლა
გეტრაკა
გექილერა
გეფლირტავა
გეუფროსა
გეგლამურა
გემასაჟა
გეშიმშილა
გეზეპირა
გებირჟავა
გესკაიპა
გეპანიკა
გესახსოვრა
გეკლოუნა
გებოდიშა
გეხეირა
გეტერორა
გეხალისა
გეარშიყა
გემიქსა
გესტუმრა
გესადისტა
გეთმინა
გეჩალიჩა
გეკბინა
გეგულშემატკივრა
გებოზა
გემეფა
გეხეირა
გეზეიმა
გეჩათლახა
გეთახსირა
გეღადავა
გეტასავა
გემასპინძლა



ჩვენ შეგვეძლო ...

გვყვარებოდა !



ცხოვრების პრინციპი : " ერთხელ დახურული კარი არასოდეს გაიღება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ხელი უნდა შეუშალო კარის დახურვას. "




© nadusa

Monday, April 4, 2011

"თვითმკვლელი გმირები "




გამართლებულია თუ არა ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მომავლის შენება ?! - როგორც "მართალნი" თვლიდნენ კი . ისინი ბოროტებას ბოროტებით ებძოდნენ და სისხლით დაიწყეს "ლამაზი რუსეთის" ისტორიის "თეთრ" ფურცელზე მომავლის შენება . სისხლით და ბოროტებით აშენებული "ლამაზი რუსეთი" კი ის გახლავთ დღეს ჩვენ და ნახევარი მსოფლიო "ოკუპანტებს" ,რომ ვეძახით, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და მოდით ისევ კამიუს "გმირებს" მივუბრუნდეთ.

ბევრჯერ გამიგონია და მომისმენია : თვითმკვლელები გმირები არიანო, თვითმკვლელობას დიდი გამბედაობა სჭირდება და ამდაგვარი ათასი სისულელე, საერთოდაც ვფიქრობ ადამიანები რომლებიც თვითმკვლელობაზე მიდიან ყველაზე დიდი ლაჩრები არიან დედამიწაზე იმათგან ვიზეც ოდესმე რამე გამიგია მინახავს ან მომისმენია.

ადამიანები შიშმა მოიცვა, ეს ის შიშია ყოველ ჩვენთაგანს საღამოს სასთუმალტან ყურში, რომ გვეჩურჩულება და დაძინების საშუალებას არ გვაძლევს, ეს ის შიშია დილას თვალის გაღების , რომ გვეშინია, რადგან "ის" ისევ ბალიშის გვერდზე მომღიმარი გველოდება. ადამიანები ცდილობენ თვითმკვლელობით თავისუფლება მოიპოვონ, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თავად თავისუფლება კატორღაა, რომელიც მანამ იარსებებს სანამ ერთი ადამიანიც კი მონობის უღელ ქვეღ დარჩება დედამიწაზე.თვითმკვლელობას კი არ ძალუძს ამ მონობის უღლიდან ადამიანის სხნა. თვითმკვლელი ადამიანი უბრალოდ ნებდება და რეალობას გაურბის, რომ გაიქცე გამოგონების ნიჭი უნდა გქონდეს და არ უნდა მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორსაც რეალიზმი გკარნახობს. ხო ! კინაღამ დამავიწყდა გამოგონებაზე და გაქცევაზე ერთი გენიალური ფილმიდან "Forrest Gump " იდან გენიალური ფრაზა "run forrest ruuuuuuuuuuuun " Forrest გაიქცა და გამოიგონა ......

"სიკვდილი ჩემი ყველაზე დიდი პროტესტი იქნება სისხლითა და ცრემლით მორწყული სამყაროს წინააღმდეგო"_ამბობს კამიუს "მართალნის" მთავარი პერსონაჟი. ცოცხალი, რომ იყო ბატონო "კალიაევ" აუცილებლად გკითხავდი რომელი იესო ნაზარეველი შენ მყავდი სისხლიტა და ბოროტებით დაბინძურებულ სამყაროს თვითმკვლელობით, რომ ებრძოდითქო, მაგრამ შენ ამ კითხვაზე უბრალოდ თავი აარიდე და გაიქეცი, თან ისე, რომ ვერაფერი გამოიგონე

შემდეგ....შემდეგ არაფერი ვიღაცეები მდინარის გაყლებაზე აკორდიონზე მღეროდნენ, ძაღლები ისევ გულისშემაწუხებლად ყეფდნენ, ყოველ ერთ საათში ისევ მოისმოდა შორიდან ხმა ' ღამის 8 საათია და ყველაფერი გენიალურადაა" , ჩემი მეზობლის ბოზი "სვეტას" ბინიდან კი ისევ კვნესის გულის ამრევი ხმა გამოდიოდა.............

Thursday, March 3, 2011

რა მოხდებოდა "ანუშკას" ზეთი, რომ არ დაეღვარა ...


"ანუშკა" მოსკოვში სედოვაიზე ცხოვრობს. შუა ხნის ქალია, ხელში ზეთით სავსე ბოთლი უჭირავს რომელიც უკვე დაღვარა ,მაგრამ რა მოხდებოდა ანუშკას" ზეთი რომ არ დაეღვარა ...

"პატრიარქებზე" ბერლიოზს ცნობილ და განათლებულ პიროვნებას ტრამვაი არ გაიტანდა და მშვიდად დალევდა გარგარის ოდნავ შემთბარ წვენს, რომელიც სულის მოთქმის უებარი საშუალება იყო ხვათისაგან გაწამებულ მოსკოვში

"ბეზდომნი' (უსახლკარო) შიშველი არ ირბენდა მოსკოვის ვიწრო ქუჩებში და არც პროფესორ სტრავინსკისთან ამოყოფდა თავს, მისთვის ესოდენ უხერხულ სიტუაციში და არც თავად სატანასთან შეხვედრა მოუხდებოდა.

არც ვოლანდი, მაღალი და გამხდარი ადამიანი ეწვეოდა მოსკოვს რომელმაც შემდგომში დიდი უბედურება დაატრიალა ვოლანდს

ვოლნდთან ერთად არ ჩამოვიდოდნენ თვალზე ლიბრაგადაკრული"აზაზელო', ფაგოტი კაროვიევი და ბეჰემოტი (კატა) რომელიც უნდა ავღნიშნო ამათგან ყველაზე მეტად დააკლდებოდა ოკუპანტთა დედაქალაქს.

ვარიეტედან შიშველი არ გამოცვივდებოდა ორი ათასი ადამიანი და არც ტაქსისტი დაუწყებდა კლიენტებს ჩხუბს ყალბ მანეთიანებზე. ამასთანავე მოსკოვის მცხოვრებლები ვერ იხილავდნენ დიდებულ სოუს "შავი მაგია და მისი სრული გამოაშკარავება"

ანუშკას რომ ზეთი არ დაეღვარა ლიტერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის კუბოს ლიტერატორები თავთან ერთად გააცილებდნენ, რათქმაუნდა სხვა დროს .

ოსტატი და მარგარიტა ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებოდნენ რომ არა "ანუშკა" რომელმაც სადოვაიაზე ზეთი დაღვარა

ოსტატს საერთოდაც არ მოუწევდა საგიჟეთში ყოფნა რადგან მის ნაწარმოებს არავინ უარყოფდა და ლევი მათეც შეძლებდა ჰა-ნორიცის სხნას ბრბოს ხელიდან. ეს ყველაფერი რათქმაუნდა მაშინ, თუ პონტოელი პილატე მანამდე არ შეიწყალებდა სიკვდილმისჯილ წინასწარმეტყველს.

მარგარიტა ნიკოლაევნას, ჭკვიან ულამაზეს და განათლებულ ქალს არ მოუწევდა ცოცხზე შემჯდარი ფრენა და სატანის დიდებულ მეჯლისზე მუხლმოშიშვლებული სიარული. არც საწყალ კატას აუწევდა ყურს და მეჯლისის ჩაშლის საფრთხეც არ დადგებოდა ბეჰემოთის თავგანწირული ბღავილის გამო.

ოსტატი და მარგარიტა ვერასიდეს იხიდავდნენ შეპირებულ განთიადს, რომ არა ანუშკა და მისი ზეთი

ანუშკას ზეთი რომ არ დაეღვარა, საერთოდ არ ექნებოდა აზრი სიკეთის კეთებას, რადგან არც თვითონ ბოროტება იარსებებდა.

რომ არა ანუშკა "უსახლკაროს" ყოველი მთცარის ავსებისას არ დაესიზნრებოდა სიზმარი, რომელიც ესოდენ უფორიაქებს სულს.

"ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა" არც ეს დიდებულ ფრაზას იარსებებდა, რომ არა ანუშკა და მისი ზეთი.

რომ არა ანუშკა მიხეილ ბულგაკოვი ვერ დაწერდა 'ოსტატი და მარგარიტა" _ს და არც ჩემი პოსტი იქნებოდა ბლოგზე ......

მაგრამ ანუშკამ ზეთი დაღვარა !

Monday, October 18, 2010

იტრიალე სიყვარულით, კოელიოსთან ერთად



რა არის ალქიმია ???
ალბათ ყველას პირველი რაც თავში "დაგარტყამთ" არის : ქიმია, გაუთავებელი ფორმულები და განტოლებები, მაგრამ სულაც არა იგი უფრო დიდია ვიდრე (H2O ) ან (CO2) ანდა კიდევ სხხვა ქიმიური ელემენტები. იმისათვის რომ გახდე ალ_"ქიმიკოსი" მხოლოდ წიგნები და მეცადინეობა საკმარისი, რომ არ არის ამას წიგნში ნახსენები ინგლისელის ფაქტიც ადასტურებს, რონელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად შესაძლოა კენბრიჯის ან ოქსფორდის წარმატებული ლექტორიც გამხდარიყო ამ დარგში მაგრამ ალქიმია საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ კემბრიჯის ლექტორობას დაკმაყოფილდე
და მაინც ...რა არის ეს ალქიმია, რა იმალება მის უკან ?? იმისთვის, რომ მის საიდუმლოს ჩავწვდეთ აუცილებელია სამყაროს ენაზე ვისაუბროთ, ჩვენ ბედს მივენდოთ და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ მაშინაც კი როცა ბოლოში გასვლამდე იმდენი მანძილია, რამდენიც თბილისიდან ელ-ფაიუმის ოაზისამდე.
სამყაროს ენის ფლობასთან ერთად აუცილებელია რწმენა, რომელიც უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა ვინ ხარ და რას აკეთებ თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი თვით სამყაროს სურვილშია ჩასახული. სწორედ ეს არის ნებისმიერი ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად ბედისწერის ხიდის ბოლომდე გავლა და მის ბოლოში განძის აღმოჩენა. სამწუხაროდ უმრავლესობა წინააღმდეგობების აღმოჩენისთანავე წყვეტენ ბრძოლას, ეს იმიტომ, რომ სასურველს რეალობად მიიჩნევენ და სამყაროს ისეთს კი არ აღიქვამენ როგორიც ის სინამდვილეში არის, არამედ ისეთს როგორიც უნდათ რომ იყოს.
მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ადამიანებს ბედისწერა აქვთ და მათი წამზომი ჩართულია, სრული უფლება აქვთ იცოდნენ, თუ რა მოელით, რადგან წინასწარ მოემზადონ,საფრთხეეები თავიდან აიცილონ და იგი შეცვალონ, მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ იგი შეიცვლება ეს უკვე მათი მომავალი აღარ იქნება. ადამიანებმა აწმყოთი უნდა იცხოვრონ და სწამდეთ, რომ ყოველი დღე თავის თავში ატარებს მარადისობის ნააწილაკს.
შეიძლება ძალიან გაცვეთილს და ახალს ბევრს არაფერს ვამბობ მარამ მაინc ვიტყვი, სამყაროს მამოძრავებელი ძალა სიყყვარულია. სხვანაირად უბრალოდ არ ხდება მისი შეცნობა და იმ ენის სწავლა რომელზედაც ალქიმიკისებს უნდა ესაურბო მას თუ გსურთ რათქმაუნდა,რომ ალქიმიკოსები გახდეთ. სიყვარული არასოდეს არ უშლის ადამიანს ხელს საკუთარ გგზას ეწიოს და თუ შეუშალა მაშინ იგი არ ყოფილა ის რაც საერთო ენაზე ლაპარაკობს. სიყვარულს არ ჭირდება ახსსნა, არც სიტყვები, არც "საგმირო საქმეები" როგორც ამას შოთა გვეუბნებოდა უბრალოდ უყვართ იმიტომ, რომ უყვართ !!!

ბოლოს...ალისფრად შეღებილ ქვიშაზე, უდაბნოს შუაგულში ალბათ დოჩანაშვილი და კოელიო ერთმანეთს შეხვდნენ და იმ ენაზე ილაპარაკეს, რომელსაც სიტყვები არ ჭირდება. ორივემ დედამიწა უბრალოდ სიყვარულით დაატრიალა და ჩაწვდა ალქიმიის საიდუმლოს.
ეცადეთ "იტრიალოთ სიყვარულით" იქნებ თქვენც გამოგივიდეთ ! : )))))




© nadusa

Thursday, August 5, 2010

სამუდამოდ ????

- 3 წელია აღარ არის
-რას ამბობ ? ...აა ? ..ქვითინი...
-დამშვიდდი, დიდი ხანია შევეგუეთ, ნუთუ შენ ეს არ იცოდი ?!
გაითიშა,იმ წამიდან გაქრა. თითქოს სული მოსტაცეს და პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთის კარზე მიაყუდეს ისე,რომ არც კითხეს შიგნიდანაც ექაჩებოდნენ ,ეძალიანებოდნენ მაგრამ რაღაც არაამქვეყნიური ძალით გამოერკვა და მიხვდა,რაღაც ჰქონდა გასაკეთებელი.
-სად არის ?
-რაა ?? რა და...სად არის ? სად დამარხეთ ? ცრემლნარევი ხმა,რომელიც უფრო ტირილი იყო ვიდრე ლაპარაკი.
-აქვეა 6 მილის მანძილზე გრეთჰემის დასახლების გვრდით, პატარა სასფლაოზე წამოდი მიგაცილებ. ეთანმა ხელი მოჰკიდა ,ცივი იყო, სისხლი თითქოს აღარ ჩქეფდა,თითქოს საბოლოოდ ხელი აიღო მოძრაობაზე.
-დარჩი ! მარტო წავალ.
ეს იყო ბოლო სიტყვბი და იმ წასვე განშორდა. წვიმდა..ღრუბლებიდან ძლიერად ეშვებოდნენ სისხლისფერი წვეთები და პირდაპი, მოურიდებლად ეხლაბოდნენ სახეზე.
თენდებოდა, დილის ბურუსით იყო მოცული სემპტონის ვიწრო ქუჩა,რომლის ბოლო,სწორედ გრეთჰემის სასფლაოზე გადიოდა. მზის ამოსვლამდე ჯერ ძალიან ადრე იყო,მისთვის ალბათ აღარც ამოვიდოდა
მიდიოდა ...არ იცოდა სად იყო, რატომ იყო, მხოლოდ იცოდა ,რომ მიდოდა მასთან შესახვედრად ამდენიხნის შემდეგ გზად კი აგონდებოდა კადრები.რომელიც გულის ყველაზე სუფთა და ლამაზ ადგილას ჰქონდა შენახული.გაახსენდა წარწერა სკოლის მერხზე "see you after break". პირველი კოცნა სიდლენგის ავტობუსის გაჩერებაზე.წუთები როცა ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.გაახსენდა ღამე , როცა მათ შორის სამუდამო კავშირის უმთავრესი მიზეზი თომასი ჩაისახა, რომელიც არ დაიბადა : (
ცა უფრო გათენდა..ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. მხოლოდ ძაღის უგულო შეძახილი მოისმოდა შორიდან. ციოდა, თრთოდა, 2 საათში საშინლად შიცვალა 80 წლის მოხუცს დაემსგავსა , კანი გაუფერმრკრთალდა, თვალები ჩაუვარდა, დიახ სწორედ ის თვალები, რის გამოც ბევრჯერ უჩხუბია სკოლაში იმას, ვისაც ამ წამს ეძებდა და იცოდა, რომ ვერასოდეს მიაგნებდა.
მანამდე ...მანამდე კი იყო...დედე და ოჯახი რომელიც სულ ეწინააღმდეგებოდა ; დენი ღარიბია, დენი ვერ გაცხოვრებს,დენი არ გეკადრება, დენი შენი ოჯახის შესაფერისი არ არის ,სხვებიც იმავე აზრზე იყვნენ და საერთოდაც ყველა დენის წინააღმდეგი იყო.
ამ დროს გამოჩნდა მარსელო: მდიდარი, ფულიანი, გვარიანი, სწორედ ისეთი როგორსაც დედაეძებდა..სხვათაშორის ზემოთნახსენები თომასი რომელიც არ დაიბადა დედის გადაწყვეტილებით იქნა ნაადრევად სიცოცხლეს გამოთხოვებული .
გზა გაიწელა ..თენდებოდა.აშკარად იგრძნო სისველე და აუტანელი სულის ტკივილი. წვიმა ნელ ნელა ჩუმ და პირქუშ თოვაში გადაიზარდა შორიდან განუწყვეტლივ მოისმოდა უპატრონოდ მიგდებული ძაღლის უმოწყალო წკმუტუნი.
სასაფლაოს შესასვლელთან იდგა, ბევრი ეძება გაყინული ხელით ფხეკდა სამარეში ჩაძირული ადამიანების ამქვეყნიურობის მომაგონებელ ერთადერთ ნიშნებს. ყოველი ახალი ქვის შემდეგ ტანში ზარავდა და აჟრიალებდა შედედებულ ჰაერს. ბოლოს მიაგნო
დენ სტივენსი
1984-2008...


ერთხანს გაორებული იჯდა, დაეჭვდა იქნებ სიზმარიაო..ბოლოს ჰაერის ცივმა ნაკადმა გონზე მოიყვანა , მუხლი მოეკვეთა და ჩაეხუტა დათოვლილ ქვას, რომელიც თითქოს არ იკარებდა, უძალანდებოდა, მაგრამ ბოლოს იგიც გათბა და დანებდა ნაცნობ მკლავებს. ძარღვებში სისხლმა უფრო ჩქარა სიარული დაიწყეს,სიარული სირბილში გადაიზარდა,ბოლოს გულის იმ სუფთა ნაწილს მიეხალა სადაც საბოლოოდ შეწყვიტა მოძრაობა.
ბევრი ითოვა. გრეთჰემი გადათეთრდა.თებერვლის 4 _ს იქვე მეზობლად მცხოვრებმა მეტყევემ მიაგნო ქვაზე შესისხლხორცებული უცნობი გოგონას გვამს.
ცხოვრება ჩვეულ რითმში გრძელდებოდა, ამ რითმს მხოლოდ თოვლიან გზაზე უმოწყალოდ მიგდებული ძაღლის შემზარავი წკმუტუნი არღვევდა.


P.S.
არვიცი რატომ დავწერე ეს ყველაფერი, ალბათ ცუდ ხასიათზე ვიყავი და იმიტომ ზოგადად სიყვარულის მარადიულობის რამდენად მჯერა სხვა თემაა, მაგრამ ვისაც გჯერათ ამ პოსტით + 1 ჩემგან : )))

Friday, June 25, 2010

რეალიზმი / სურიალიზმი


03:47............
-გიორგი რას შვები?? კიდევ არ გძინავს, 4 საათია ?
-არ ვპასუხობ (ვერ გავიგე)
-გააფრენ შვილო შენ
-აა ! ხო.....ხო....ვწვები.....
სადღაც ვიყავი.უკან,წარსულში . ვფიქრობდი და ძალიან გამეწელა ფიქრი. თქვენ გგონიათ დიდი ხნის განმავლობში ხდებოდა ? სულაც არა 3 წუთი გრძელდებოდა ( შეიძლება 4_იც )უბრალოდ ბევრს მოიცავდა და იტევდა თავისთავში ეს 4 წუთი

სექტემბერი :
აღარ ცხელოდა,არა მზე მაინც ანათებდა,მაგრამ საღამოთი გრილოდა უკვე. "ჟაკეტს" ვიცმევდი...თეთრი იყო ზოლიანი სხვებსაც ეცვთ, უბრალოდ ჩემი განსხავდებოდა ცოტათი.სადღაც უნდა მქონდეს კიდევაც უჯრაში. იმისი წითელი იყო.თავიდან არ მომწონდა,არც ბოლოს უბრალოდ შევეჩვიე და როცა არ ეცვა მენატრებოდა კიდეც .სხვა მგონი არც უხდებოდა არაფერი....მაღლა ვიყავით...კანკალებდიო მითხრა გუკამ (ძმკაცია, შორიდან დავუნახივრთ თურმე) ვიუარე მეხუტებოდა როგორ ვკანკალებდი არ მციოდათქო. როგორ არაო ,ეგეთი გაყინული ჯერ არ მინახიხარო (იგრძნო,ძმაკაცია ჩვენთან რო ტრუსიკის ძმაკაცს ეძახიან ეგეთი )მე სულ ვერ ვგრძნობდი სიცივეს.მცხელოდა,"მთბილობდა" კარგად ვიყავი.

დეკემბერი:
-ნიკა წამო დავლიოთ
-არ მინდა
-მოვწიოთ
-არ მინდა
-წამო ფეხბურთი ვითამაშოთ
-არ მინდა
-წამო ნინი და დაქალები ამოდიან,მაგარი "ნაშაა" მაგის დაქალი ხო იცნობ ??
-არ მინდა
გამოიფიტეო,მოკვდიო,ემო გახდიო,ეგეთი არ გაგვიცნიხარო,დაგეხმარებითო....
(დიალოგი მესმის:ამას რა ჭირს ? -ვის ნიკას ? არა ბებიაჩემს მიკას , ნიკას აბა ვის შეჩემა-რა ვიცი დებილია კიდე იმაზე ფიქრობს,"იგრუზება" მესიჯის გამო იჩხუბეს..მეც ვიჩხუბებდი მამენტ მარა ამის მეტიჩრობა ხო იცი პუტანკასავით თავს იფასებს.-ტელეფონს რა დაემართა ??- კედელს ესროლა, იმაზე გაბრაზებულმა-ლოოოლ ცინიზმი...სიცილი არა ხარხარი ...მინდოდა მიმეხჩო . ნაბიჭვარი )

აპრილი:
მეძინა ის.მეღვიძა ის მიხაროდა ის.მშიოდა ის.მწყუროდა ის....მზეც ამოდიოდა ...სამყაროც ვრდისფერი იყო ...ნეტა სხვნაირი რატომ მეგონათქო ვფიქრობდი ჩემთვის იგივე მეგობრები..იგივე ადგილი იცვლება მარტო სიტუაცია(ბიჭებო რავა ხართ-მაგრად შენ ,სიგარეტი ხომ არ გაქ ?-არა ფულს მოგცემთ და იყიდეთ -რა იყო ნიკუშ წყალი გადაკეტეს??( მეტაფორაა ერთგვარი ) -წადი თქვენი- ბიჭო სულ დაგვივიწყე შენ ხანდხან გამოიხედე ხოლმე სულ იმასთან როგორ უნდა იყო.) სმს მომივიდა გამოვედიო...გავიქეცი მეც სასწრაფოდ..ჩავეხუტეთ

აპრილის მერე მაისია,ივნისი,ივლისი..თუ სწორად მახსოვს, იმ თვეებშიც 60 წამი იყო წუთში,60 წუთი იყო საათში 24 საათი დღეში...დრო გაჩერდა (ჩემთვის) წვიმდა ...ძალინ წვიმდა, დავსველდი..მუშტი მტკიოდა ..რას ვერჩოდი განათების ძელს ? ანდა სალოს, მარის, ეთოს, ნიას, ბოზებოთქო..მეზიზღებითთქო სუყველანითქო (ვნანობ, ვაღიარებ )
იმას ვამბობდი...ჰო...ზუსტად ეგრე იყო ...ზაფხული იდგა..ცხელოდა ახლოს იყო ძალიან, ისე ახლოს იყო ვგრძნობდი მისი ცხვირიდან გამომავლ ჰაერის ნაკაკდს..რეალურად კი-შორს იყო..დაფრინავდა..არც ისეთი ხმა ქონდა,არც ჩახუტება , თვალებიც კი თქვენწარმოიდგინეთ
წავედი მეო...კარგადო..კაითქო დავეთანხმე , შენი ნებაათქო......

hell:
ჩაეხუტა, აკოცა, დაუძახა (ალბათ ისე როგორც მე, შეიძლება უფრო დიდი გრძნობითაც )იარეს შემოდგომაზე ..ჰო ჰო..თან ჟაკეტებით.ძალიან მეტკინა..ცრემლი უნდა წამომსვლოდა...გავშეშდი..გავიყინე....

life's goes on:
-აუ ნიკა ხო მაგარი იყო
-კი
-მთელი ღამე ცეკვავდი,მთვრალი იყავი
-ჰო ცოტათი
-ისე როგორ შეკერე ის "ბოზი"
-რავი, მეგრელი ვარ ხო იცი (გამეცინა)
იგივე მეგობრები , იგივე ადგილი...იცვლება სიტუაცია:
-დავლიოთ?
-აბა რა!
-მოვწიოთ?
-კი
-ნიკუშ ფეხბურთი ვითამშოთ?
-კეტებს ვიცმევ, მოვდივარ
-ნინი მოდის გამოხვალ ?
-დაქალი მოყავს , ის ბელარუსი თუ პოლონელი ??
-კი მოყავს
-ჰო იასნა.. მაშინ მოვდივარ
ჩვეულებრივად გაგრძელდა..სინამდვილეში დრო არც გაჩერებულა , უბრალოდ მე ამოვჭერი , როგორც გაფუჭებულ კადრებს ჭრიან ხშირად ტელევიზიაში

06:17........
გიორგი ! ნერვები მომიშალე კიდევ არ გძინავს ?? ნუ აწკაპუნებ კლავიატურას ხმა გამოდის !
-აუ აუ , აი ვთიშავ ......

show message from: * yesterday
7 days * 30 days * 1 month ago

nankOo: sad xar gaxvediii ?? 6;22 a.m.

Nadusa: xo gitxari 3 wutshi movltqo 6;23 a.m.

nankOo: 3 ara 4 wuti gavida ukve (wasntme) 6:23 a.m.

თქვენ კიდევ არ დამიჯერეთ ზემოთ, რომ ვთქვი 3 წუთი ვფიქრობდითქო


© nadusa