Tuesday, February 11, 2014

ბადე ჩვენი არსობისა

სამგზავრო ბარათის დასატენი რიგი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ არის, რასაც ადამიანი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე აწყდება, მით უმეტეს თუ შენთან სახლში სტივს უნდა მიუსწტო.

სტივი დიდი ბიჭია. ძლიერი და ამაყი. სახლში ლიგის თასი აქვს. სულ გააქვს ბურთი ბადეში ან სხვებს არ ატანინებს, გააჩნია ვინ აგორავებს მრგვალ ჰაერს მწვანე მინდორზე. დემოკრატი ბიჭია ერთგვარი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს სადაც ან მონის ცხოვრებით უნდა იცხოვრო ან მხსნელის. არჩევნის უფლება არ გააჩნია. ის უკვე მხსნელია.

ბადეში ბევრჯერ გაუტანია, მაგრამ ახლა ეგ სულ ფეხებზე ჰკიდია. სამყაროც ასეა თუ ისე მაინც დიდნახვრეტებიანი ბადეა და მასში ადრე თუ გვიან ყველაფერი გადის : ბურთი, მეგობრობა, კარაქიანი პური , დაუფარავი კრედიტები, ბუსუსიანი პრეზერვატივი, ვაშლი, ბეისბოლის ბიტა, ქალის ტუჩსაცხი, მკვდარი გვამები და მე .

კითხვების გარეშე ცხოვრება სახიფათოა მხოლოდ არსებული რელობით უნდა დაკმაყოფილდე. ხოდა აი რა მაინტერესებს : რა ჰქვია იმ გრძნობას, რომელიც გეუფლება როცა ახლობლებს შორდები და ისინი ნელ ნელა თვალს ეფარებიან. სანამ უკვე შორს წერტილებად არ მიმოიფანტებიან ?

ის კი ვიცი ადამიანის თვისებაა მიეჩვიოს რომ რაღაცეები რთულდება, რომ რაღაც ისედაც რთული, რომლის გართულება შეუძლებელია, კიდევ უფრო გართულდება. თვალსმოფარებული ახლობლების არ ყოლის პირობებში, მათი იგნორის და მათ ადგილას ვაკუომის გაჩენის დროს,საკუთარ მოქმედებებს ინტუიციას ვუწოდებთ. ეს ნიშნები კატეგორიულად და კერპად მბრძანებლობენ. ამ ბრზანებების მეშვეობით ხერხდება საკუთარი მთლიანობისა და საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვის თავიდან აცილება.

ბადეში მხოლოდ ერთი რამ ვერ ძვრება.

ხმა ! ხმები !

ადამიანებს ხმები არ ეცვლებათ, მით უმეტეს ახლობლებს, ყოველშემთხვევაში იმაზე მეტად არა ვიდრე დანარჩენი რაღაცეები, თუნდაც თვალების გამომეტყველება, ტოტალური ფიზიკური ნგრევის მორევში, რომლის ბოლოსაც სიბერეა, მხოლოდ ხმა და გამოხედვა რჩება, ხასიათის სიმტკიცის, მისწრაფებების, სურვილებისა და ყველაფერი იმის ავადმყოფურ, მაგრამ უდავო მტკიცებულებად რისგანაც შედგება ადამიანის პიროვნება.

მე დღეს ზუსტად ის ხმა გავიგონე.



No comments:

Post a Comment