Wednesday, November 11, 2015

შეჭამე ტანკი.

მკაცრად კონტროლირებად და საზღვრულად განვითარებულ წრეში როცა გიწევს ყოველდღიურობის გატარება, ხანდახან დგება სრულყოფილების მომენტი , როდესაც ფიქრობ იმ არეალს გარეთ დარჩენილ ხალხზე , რაღაცნაირად გარიყულებზე სოციუმიდან და ამ წრეში ინტეგრაციის და ადაპტაციის უნარის გარეშე დარჩენილებზე .

ებრძვი საკუთარ ზედაპირულობას და შეზღუდულობას , არ ელოდები ადამიანებისგან არაფერს უჩვეულოს,თვალს არიდებ აკვიატებულ თვალსაზრისებს , ქედმაღლობას ან იმედებს , რომ ამათ ( ამ მოჯადოებული წრის წევრების ) რე -სოციალიაციას შეძლებ როდესმე, შეძლებისდაგვარად მათთან კონტაქტის დროს, არ იყენებ ქვემეხებს , ავტომატებს , და არც ფოლადის იარაღებს , ცდილობ გზაზე ფეხაკრეფით იარო და არ გადათელო ბალახი მძიმე მუხლუხოებით , ცდილობ გაუგო სხვას როგორც ტოლმა ტოლს, ( როგორც ჩვეში ტრადიციებიდან და კულტურუდან შემორცენილმა საყვარელმა გამოთქმამ კაცმა -კაცს ! ) მაგრამ ნურას უკაცრავად , მაინც განწირული ხარ გაუგებრობისთვის, თითქოს ტანკთან გქონდეს საქმე. ადამიანის არ გესმის სანამ შეხვდები . გაუგებრობა გრძელდება შეხვედრის დროს და კიდევ უარესი საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის დროსაც , როგორც წესი სხვებიც „შენნაირებიც“ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, ნებისმიერი უთიერთობა დამაბნეველი, უაზრო ილუზიაა, არასრორი ინტერპრეტაციების გამაოგნებელი ფარსი. და მაინც რა უნდა ვუყოთ არაჩვეულებრივად მნიშვნელოვან ფენომენს, რომელსაც წრის გარეთ დარჩენილი „სხვა ადამიანები ქვია „ ? იქნებ ამ ფენომენს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და არა ის რასაც მივაწერთ ხოლმე . ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ „სხვა ადამიანების „ უჩინარ აზრებს .

ცხადია, ადამიანების მართებულად გაგება ცხოვრება არაა და რომც იყოს ის ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია, ცხოვრება ხანდახან მათი არასწორად გაგება უფროა , სულ უფრო და უფრო მეტად არასწორად გაგება , საკუთარი გადაწყვეტილებების საგულდაგულოდ გადაფასება და კვლავ არასწორი დასკვნის გამოტანა. ჩვენი ცხოვრება განუწყვეტელი შეცდომებია. ალბათ სჯობს თავი არ შევიწუხოთ იმაზე ფიქრით ვცდებით, თუ არა უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა , თვითგადარჩენისთვის აუცილებელი უხეში ძალა .

და ღიმილი ! ჰო ზუსტად ღიმილი , რომელიც არ აღიარებს და მით უმეტეს, არასოდეს ამჟღავნებს ველურ ძალას . ყველამ ვისაც თუნდაც 6 წელი შეუსრულდა იცის რომ ვერავითარი ღიმილით, თვით ასეთი ალერსიანი ღიილითაც კი, როგორიც 6 წლის ბავშვს შეიძლება ჰქონდეს, ვერ შეძლებ დაიმორჩილო მტრული ძალა ,“სხვა ხალხის „ძალა. ვერ შეძლებ შეაჩერო მძიმე მუშტი, რომელიც მზად არის თავ პირი დაგიმტვრიოს და შუაზე გაგაპოს , ასე რომ ბატონებო ჩვენ არც 6 წლისები ვართ და ამასთავე „ყველაფერს ვხედავთ , ყველაფერს ვამჩნევთ , - ასე რომ , გვიფრთხილდით ! გვიფრთხილდით !!! გვაცადეთ ბატონო და ..... „

Saturday, July 5, 2014

დამიენ ჰერსტი და ჯეფ კუნსი ხელოვნების ბაზარს ინაწილებენ.

დილის 8 საათზე ყლინჯში და პიჯაკში გამოწყობილ უემოციო, გაყინულ და სადღაც გამქრალი მზერების, ბოლომოუღებელ რიგს, რომ უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ეს დამპალი არსებები ნახევრად მოდერნიზებული პედიკები არიან, რომლებიც შიგადაშიგ ცდილობენ გადაჭარბებულ უგემოვნებას გაექცნენ, ტრადიციულად რომ ასოცირდება მათთან და დრო და დრო მაინც იჩენს თავს

შინაგანი პროტესტის ტალღა სადღაც ქუსლებიდან იწყება და ყელამდე უსწრაფესი წნევის ძალით ამოხეთქავს ხოლმე. მინდება თავიანთ უაზრო სარკასტულ და ირონიულ თავებში ხელი ჩავუყო და იქ არსებული ვაკუომი რამენაირად ამოვუვსო. შეიძლება მარტო შენთვის წლობით იფიქრო ამაზე, ისე რომ ხმაც არ ამოიღო, მეტიც მხოლოდ ასე შეიძლება რეალურად მოიქცე, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი როცა მოთხოვნლება გიჩნდება სამყაროს შენი ძალა აჩვენო, წინააღმდეგობა გაუწიო, არა იმიტომ რომ ვინმეს აზრი გაიგო ან ვინმეზე ზემოქმედება მოახდინო არამედ უფრო იმიტომ რომ დამშვიდდე, დარწმუნდე საკუთარი თავის რეალობაში, თუ გნებავთ საკუთარი არსებობისთვის ხაზის გასასვამად.

რა არის ადამიანური ცხოვრება არავინ იცის მაგრამ იგი შეიძლება მოვლენათა საკმაოდ შეზღუდულ რაოდენობებამდე დავიყვანოთ. სხვა დანარჩენი ყველაფერი ინსტიქტური არსებობაა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

ცხოვრება ხანდახან შეიძლება ჩაითვალოს, მკვეთრი ჩავარდნებით დაყოფილ, საფეხურების გარკვეულ თანმიმდევრობად, რომლის ბოლოსაც არის სიბერე. ორმო რომლიდანაც ამოსასვლელი საფეხური შენგან ძალიან შორს არის და შანსი იმისა რომ ამოსულიყავი დიდი ხნის წინ დაკარგე. ცხოვრება შანსს აძლევს ადამიანს ორმოში მარტო არ აღმოჩნდეს და საკუთარი თავი ვინმეს გაუზიაროს, მაგრამ თუ ადამიანს ძალა არ შესწევს, ყოყმანობს და ვერ გადაუწყვეტია მისით სარგებლობა, ჰოოოოოპ ! და შანსი ეგრევე ქრება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო ნაბიჯის გადადგმისა და ბედნიერების მოპოვებისა მხოლოდ რამოდენიმე დღე გრძელდება , ხანდახან რამოდენიმე კვირა ან წელი, მაგრამ ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება და თუ ხელიდან გაუშვი კარგად მეყოლე, ძალიანაც რომ გინდოდეს, აღფრთოვანება ადგილს მორჩილებას, გულის შემკუმშველ სიბრალულს და აპათიას უთმობს, უსარგებლო, მაგრამ სამართლიან გრძნობას.

კანტი მაგარი კაცი იყო " ზნე ჩვეულებების მეტაფიზიკაში" ამბობს: " გაანადგურო საკუთარ პიროვნებაში მორალური სუბიექტი, ეს იგივეა შენი შესაძლებლობების ფარგლებში ამ ქვეყნიდან განდევნო მორალი" სასიცოცხლო ძალების შეგრძნება ყლინჯ-პიჯაკიანი ტიპებისგან, რომ მოდის, რომელიც თვეში დარიცხული ხელფასის სახით 500 , 1000 , ან 3500 ლარად იზომება, ორმოში ცალსახად მარტოდ ყოფნის ბილეთი წინასწარ აქვთ დაჯავშნილი. ესეთ ტიპებზე ფიქრის დროს მახსენდება რომ არ ღირს აზრის ძიება იქ სადაც ის საერთოდ არ არის . რაზეც ლაპარაკი შეუძლებელია იმაზე დუმილი სჯობს .

მეც ჩემთვის , უხმოდ დამიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის წილებზე ვფიქრობ, ხელოვნების არტ ბაზარს, რომ ინაწილებდნენ ნეტა ვის უფრო მეტი ხვდა ???

Tuesday, February 11, 2014

ბადე ჩვენი არსობისა

სამგზავრო ბარათის დასატენი რიგი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ არის, რასაც ადამიანი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე აწყდება, მით უმეტეს თუ შენთან სახლში სტივს უნდა მიუსწტო.

სტივი დიდი ბიჭია. ძლიერი და ამაყი. სახლში ლიგის თასი აქვს. სულ გააქვს ბურთი ბადეში ან სხვებს არ ატანინებს, გააჩნია ვინ აგორავებს მრგვალ ჰაერს მწვანე მინდორზე. დემოკრატი ბიჭია ერთგვარი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს სადაც ან მონის ცხოვრებით უნდა იცხოვრო ან მხსნელის. არჩევნის უფლება არ გააჩნია. ის უკვე მხსნელია.

ბადეში ბევრჯერ გაუტანია, მაგრამ ახლა ეგ სულ ფეხებზე ჰკიდია. სამყაროც ასეა თუ ისე მაინც დიდნახვრეტებიანი ბადეა და მასში ადრე თუ გვიან ყველაფერი გადის : ბურთი, მეგობრობა, კარაქიანი პური , დაუფარავი კრედიტები, ბუსუსიანი პრეზერვატივი, ვაშლი, ბეისბოლის ბიტა, ქალის ტუჩსაცხი, მკვდარი გვამები და მე .

კითხვების გარეშე ცხოვრება სახიფათოა მხოლოდ არსებული რელობით უნდა დაკმაყოფილდე. ხოდა აი რა მაინტერესებს : რა ჰქვია იმ გრძნობას, რომელიც გეუფლება როცა ახლობლებს შორდები და ისინი ნელ ნელა თვალს ეფარებიან. სანამ უკვე შორს წერტილებად არ მიმოიფანტებიან ?

ის კი ვიცი ადამიანის თვისებაა მიეჩვიოს რომ რაღაცეები რთულდება, რომ რაღაც ისედაც რთული, რომლის გართულება შეუძლებელია, კიდევ უფრო გართულდება. თვალსმოფარებული ახლობლების არ ყოლის პირობებში, მათი იგნორის და მათ ადგილას ვაკუომის გაჩენის დროს,საკუთარ მოქმედებებს ინტუიციას ვუწოდებთ. ეს ნიშნები კატეგორიულად და კერპად მბრძანებლობენ. ამ ბრზანებების მეშვეობით ხერხდება საკუთარი მთლიანობისა და საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვის თავიდან აცილება.

ბადეში მხოლოდ ერთი რამ ვერ ძვრება.

ხმა ! ხმები !

ადამიანებს ხმები არ ეცვლებათ, მით უმეტეს ახლობლებს, ყოველშემთხვევაში იმაზე მეტად არა ვიდრე დანარჩენი რაღაცეები, თუნდაც თვალების გამომეტყველება, ტოტალური ფიზიკური ნგრევის მორევში, რომლის ბოლოსაც სიბერეა, მხოლოდ ხმა და გამოხედვა რჩება, ხასიათის სიმტკიცის, მისწრაფებების, სურვილებისა და ყველაფერი იმის ავადმყოფურ, მაგრამ უდავო მტკიცებულებად რისგანაც შედგება ადამიანის პიროვნება.

მე დღეს ზუსტად ის ხმა გავიგონე.



Saturday, July 13, 2013

მთვარე მორიელის -- "soul mates become soulless "

ივლისის შუა რიცხვებია, თოთხმეტი თუ ცამეტი, დღეები მერევა, დროის შეგრძნება უკვე კარგა ხანია დავკარგე. ბოლო სიზმარი მგონი აპრილში ვნახე. არაა ? ჰო ! ჰო ! რავიცი ...სიზმარსა და სიზმარს შორის მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს, გონება ისევ პარტიკულარებად არის დაყოფილი და აქა იქ ტოვებს წარსულის გადღაფნილ ლაქებს.



როცა გარშემო სრული სიჩუმე ჩამოვარდება, როცა ეზოდანაც არ ამოდის,სახლიდან უპატრონოდ გამოყრილი ბავშვების აურზაური, მაშინ დგება ჭეშმარიტი მუსიკის დიადი გამარჯვების წამი. ჩემ გვერდით იმ წუთასვე შუბერტი გაჩნდება,ავსტრიელი ნაბიჭვარი. ზის და აჟღერებს "ავე მარიას " თან სახეში მიყურებს ეგ ახვარი, სულ ფეხებსშუა, რომ განძი აქვს იმაზე კიდია, როგორ მანადგურებს თითოეული ბეკარით, თითოეული ბემოლით , დიეზით, მინორით .



ისე ვატყობ, ამ ბოლო დროს, ცოტა საერთო ენა მაინც ვიპოვეთ. ყოველთვის როცა ვუსმენდი, ან მაიძულებდა მესმინა, რაღაცნაირად ვითრგუნებოდი, ამის წინ კი, როცა ეს არისტოკრატიული მიდრეკილებების მქონე ავსტრიელი, სისხლის გამხმარი ლაქის ფერი თვალებით მიყურებდა მეუბნებოდა, რომ ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, რაღაც რაღაცეები ყოველთვის ხდება, ადამიანები კოღოებს ჰგვანან – შეგახტებიან და კარგად მეყოლე. შენ იფხან და იფხან,. კვდები ფხანით, ფრჩხილებით კანს იგლეჯ, სისხლი გდის მაგრამ კოღოებს ვერ იშორებ. სადაც ფეხს დავდგამ ყველგან კოღოებისგან დაკბენილი ადამიანები მხვდებიან, მაგრამ უნდა ავღნიშნო , რომ ეს ყველაფერი ამჯერად ჩემზე დადებითად მოქმედებს ~, იმის მაგივრად, რომ დეპრესიაში ჩავვარდე, მაგრად ვხალისდები. სულ უფრო და უფრო მეტი ნაკბენის ნახვა მინდა, ისედაც კანგადაყვლეფილი ადამიანების კანზე. დაე ისემც უქნია ფხანაში ამოხდიათ სული ყველას .



ისე კი ვფიქრობ, რომ ფხანას და შუბერტის ცინიკოსობას გაუძლებს კაცი. მთელ ამ გაუგებრობაში ის კი არ არის გასაკვირი ადამიანებმა საკუთარ სანეხვეზე ვარდები რომ გაახარეს, არამედ ის რომ რაღაც გაუგებარი მიზეზით მათ ამ ვარდების გახარება სურთ. რაღაც აუხსნელი მიზეზით ადამიანები სასწაულს ელიან და ამ სასწაულის სახელით ერთმანეთს სისხლში ახრჩობენ, იდეურ დებოშებს აწყობენ . მზად არიან აჩრდილებად იქცნენ, ოღონდ კი ერთხელ მაინც მოუხუჭონ თვალი საზარელ რეალობას. ყველაფერს ვუძლებთ: დამცირებას, სირცხვილს, სიღატაკეს, შიმშილს, –იმ იმედით, რომ ერთ დღეს სასწაული მოხდება და ამ სასწაულის წყალობით ჩვენი ცხოვრება ასეთი გაუსაძლისი აღარ მოგვეჩვენება. მოკლედ ერთგვარად ამ ილუზიის ტყვეობაში ვართ და კაცი არ მოიძებნა კარი, რომ გაგვიღოს და ტყვეობიდან გვიხსნას.



ივლისის შუა რიცხვების ეს მშვენიერი დილა ასეთ სამყაროში მითენდება, ჯუნგლების სამყაროში, რომელშიც მშიერი და ბრჭყალებალესილი აჩრდილები დაძრწიან და თუ მე ამ ჯუნგლების ბინადარი აფთარი ვარ, მაშინ მშიერი და გაძვალტყავებული აფთარი ვყოფილვარ, ჰოდა, დროა, მოვსულიერდე და მოვიკეთო .

Thursday, June 6, 2013

აქ და ახლა

2 X 2 =4 ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მათემატიკური ამოცანაა . ყოველთვის 4 იყო, ეხლაც 4 და შემდეგშიც 4 იქნება . შეუძლებელია 2 გავამრავლოთ 2 ზე 4 არ იყოს . ეს ესეა და ამას ვერ შევცვლით . ყოველგვარი ძალისხმევა ამ თეორიის წინააღმდეგ მიმართული კრახისთვის არის განწირული.



ადამიანთა უთიერთობები, მთელი მათი არსებობა და ქცევა, მათი ბორკილები და საზღვრები, მათი ცნობიერების პროდუქტებია, ამიტომ სავსებით რეალურია ადამიანს წავუყენოთ მორალური მოთხოვნა, შეცვალოს ახლანდელი ცნობიერება კრიტიკული ან ეგოისტური ცნობიერებით და ამ გზით თავიდან მოიშორონ შემზღუდავი საზღვრები , ეს მოთხოვნა ცნობიერების შეცვლისა დაყვანილია მოთხოვნაზე რომელიც მთელ ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია და იგი შემდეგნაირად ჟღერს : „ სხვაგვარად განმარტო არსებული, რაც ნიშნავს, აღიარო იგი იმით, რომ სხვაგვარი განმარტება მისცე მას“



2 X 2 = 5



საერთოდ მორალური მოთხოვნა საკუტარი თავის მიმართ აუცილებელია, სხვების მიმართ ემპათიაზე რომ არაფერი ვთქვა . შეგვიძლია წარმოივიდგინოთ კონფრომისტ ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც მუდამ კმაყოფილია საკუთარი თავით , სოციალური სტატუსით , ისეთის რომლის კონცეპტუალური ვექტორიც პიროვნულ კეთილდღეობაზე გადის და მეორე, რაღაცნაირად მარგინალური, სხვებისგან განსხვავებული ჯგუფიც, რომელიც გამოეყო კონფრომისტებს და სიამოვნებას ის ანიჭებს , რომ საკუთარ თავთან და სინდისთანაა მართალი .



ეკამათე საკუთარ თავს ყოველთვის. შენს თავთან კამათის სიკეთე ისაა, რომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამოვკრიბოთ ტყუილები, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია ჩვენ და საკეთილდღეოდ, ხოლო ვუარყოთ ყველაფერი დანარჩენი, როგორც პროპაგანდა თუ საკუთარ ტვინში საკმარისი ხვეულები ვიპოვეთ ამ თეორიის ჩამოსაყალიბებლად , მთელი არსებით მივეკრათ მას როგორც ახალშობილი ბავშვი დედას , და გადავაქციოთ იდეა უტოპიად .



მე ახლა უტოპიაში ვცხოვრობ და მე მომწონს ჩემი ახალი უტოპია როგორც ჰაქსლი იტყოდა



„“I'd rather be myself, myself and nasty. Not somebody else, however



მე კონფრომისტი ვარ და 2 X 2 = 4

მე მარგინალი ვარ და 2 x 2 = 5



Friday, April 26, 2013

პარეტო გაუმჯობესება

ერთის უბედურების ხარჯზე, ყოველთვის უმჯობესდება ვიღაცის მდგომარეობა, რაღაცნაირი სოციალური ტრანსფორმაცია ხდება ერთი მასის კეთილდღეობის გამო, ვიღაც "ამაზრზენი" ფრი რაიდერის შემწეობით.



ჩვენ ამას რათქმაუნდა ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ ადამიანი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს. ტვინში პარტიკულარულად მოწყობილ სივრცეებში. ზოგჯერ რაღაც ჯგუფი გაიბრძოლებს ამოხტეს ამ მოჯადოვებული წრიდან და აჰაა ... !!! ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ულტიტუდი ისეთი მიუღწეველი ჩანს, როგორც ლივერპულის მიერ პრემიერლიგის ჩემ სიცოცხლეში მოგება.



შესაძლებლობები კიბოსავით არის, რაც მეტს ფიქრობ უფრო მრავლდებიან, შეუძლებელი ხდება მათი შეჩერება. ერთის შესაძლებლობა ყოველთვის მეორის შეუძლებლობაზეა დამოკიდებული.



რა გავაკეთოთ ? როგორ შევიმუშავოთ კონსპირაციის თეორია კიბოს წინააღმდეგ ? ვილაპარაკოთ : სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე, სიბერეზე , სიყვარულის შეუძლებლობაზე , სექსზე , ზღაპრებზე , მდიდრებზე და უსახლკაროებზე, სიკეთის არ არსებობაზე , გაგების არ ქონაზე, ვერ ნათქვამ წინადადებებზე , ყელში მომჯდარ სიტყვებზე, თვალებზე გაყინულ ცრემლებზე ოღონდ ვილაპარაკოთ. ვიყოთ "ამაზრზენნი" და ვიქნებით მართალნი



მე ვილაპარაკებ . ამით ჩემდაუნებურად ვიღაცის პარეტო გაუარესებას უკვე ჩავუყრი სათავეს.



ასე რომ პარეტო ეფექტიანობა ბუნებაში არასოდეს მიიღწევა.



* პარეტო-ეფექტიანობა ფაქტობრივად ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების მდგომარეობას შეესაბამება და ეკონომიკური ოპტიმუმის ცნების სახითაც მოიხსენიება. პარეტოს ოპტიმუმი გულიხმობს ისეთ მდგომარეობას, როცა შეუძლებელია რაიმე კეთილდღეობის მიღწევა სხვა ინდივიდის დაზარალების გარეშე

Saturday, January 26, 2013

მე – არაფერი

სიზმრების მეშინია, რომ ვიღვიძებ ემოციურად დაცლილი ვარ, არადა სწორედ მაშინ უნდა დავიწყო. ამ მოჩვენებების გროტესკულობის აღქმას უფრო საღი იუმორი სჭირდება ალბათ.

დუბლი 11 კადრი : აღარ მახსოვს მერამდენე

მე

ნივთებს ვალაგებ ერთი ადგილიდან მეორეზე,მეორიდან,მესამეზე გადამაქვს სრულყოფილების მისაღწევად. ბოლოში როცა გავდივარ მაშინ ვხვდები, რომ თურმე თავიდანვე არასწორად გადავაადგილე, ანდა რა აზრი ჰქონდა ? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ხომ არ იცვლება. ვფიქრობდი:რა საზიზღარია ადამიანი ყველაფერს მარტივად ეგუებათქო. თავში სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი, ვცდილობდი რამით გამომეტენა, მაგრამ შენც არ მომიკვდე...ვერაფერს ვინახავდი. ცხოვრება ცვალებადიათქო ვფიქრობდი, არაფერი გრძელდება სამუდამოდ. ამაში თავისთავად ახალი არაფერია, უბრალოდ უფრო მძაფრად შევიგრძნობდი ახლა. მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში,ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდება. იქნებ არასწორ ადგილას ვეძებ ? იქნებ იმის გამო, რომ იქ არ ვეძებდი სადაც უნდა მეძებნა. ნამდვილი ცხოვრება კიდე ის არაა ელოდო დინება როდის წაგიღებს, ზოგჯერ უმჯობესია საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდე. როდესაც ვიღაც შემოდის შენს ცხოვრებაში ერთი ნაწილი ამბობს მზად არ ვარო, მეორე კი გეუბნება არსად გაუშვაო. ამ ორიდან რომელიმე უნდა გააკეთო, თუნდაც უმნიშვნელო იყოს უნდა გააკეთო, რადგან სხვა შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს.

შენ

"ჩვენ" – შენ და ის და "ის"– მე

დღეს ამას იზამდა, ხვალ იმას,ზეგ სხვას. თვითონ გიკვირს რატომ ცდილობ სხვისი ცხოვრება შეავსო. შენი ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობაა, ამას შენს გარდა ვერავინ ხვდება, რადგან შენ სულ იღიმი, რადგან გგონია თუ შენ უბედურებას დამალავ იგი გაქრება, ეს გარკვეულწილად ასეცაა. რაც არ ჩანს ის არც არსებობს, იმიტომ, რომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ყველაფერი ხილული და მატერიალურია. სადაც ყველაფერს შეგიძლია ხელით შეეხო.შენი ტკივილი კი უხილავია.

შენ არასოდეს ამბობდი "ხომ გეუბნებოდიო" მაშინაც კი როცა მართლა მეუბნებოდი.

შენ ისე მიღიმოდი–ისე იმ ადამიანს უღიმიან, რომელსაც სადაცაა მიატოვებენ.

შენთვის რომ ეკითხათ იტყოდი მიყვარსო. იცოდი, რომ მართლა გიყვარდა თუმცა საქმეც ეგ იყო, რომ " ი ც ო დ ი " ნუ ტირი, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ, რომ ეს იყო



ინტერვიუს ვაძლევდი სიცოცხლეზე. ვერ მივხვდი რატომ ვსაუბრობდი ამაზე,ან ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებდა მაგრამ მაინც : "სიცოცხლე იმით კი არ იზომება რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით,რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა" .



P.S. " ვინც მარტო რჩება ამქვეყნად, ის არაფერია " © Shakespeare



მე –– არაფერი

Thursday, August 16, 2012

რატომ არ დამირეკე ხვალ ?

ყველაფერი თავის ადგილზეა, ანუ ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო. 4 საათი და 13 წუთია , 47 წუთში 5 გახდება და ა.შ.

ფანჯარა ისევ გამჭვირვალეა, რაღაც ოპორტუნისტულად ვიყურები შიგ, ისევ ის თვითმფრინავები დაფინავენ, სხვადასხვა ოცნებებით. რა ლამაზია როცა თოვს, ლამპიონების ქვეშ ზიხარ და ოცნებაგატანებული თვითმფრინავის კვალს უყურებ ცაში, გაცრეცილს მაგრამ მაინც .....

ამაზე აღარ გავაგრძელებ არ ღირს , სხვა რაღაცას ვფიქრობდი საერთოდ ჰოლოკოსტის ბოლომდე მიყვანაზე და არასრულყოფილ ემანსიპაციაზე. ემანსიპაცია - ინდივიდუალური არსებობა და მისგან გამომდინარე თავისუფლების აღქმა დემოკრატიის ქვაკუთხედია, ერთქგვარი კონტრაქტი ხელმოწერილი, თუმცა უფრო დიდი, ვიდრე ქაღალდზე უაზროდ მიმოფანტული სიტყვების გროვა . წარსულს რომ გადახედავ, იქნებ ცდები,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და გათვლილი.ზოგადად როცა სინათლე ქრება და უცებ წყვდიადი ისადგურებს შენდაუნებურად ფიქრობ ნეტავ საერთოდ არ ანთებულიყოო

ბავშვობაში ერთი ასეთი ამოჩემება მქონდა : შემეძლო საათობით ვმდგარიყავი ეზოში და ყვითელი ყვავილი გულდასმით უსაზღვროდ დიდი დროის განმავლობაში მეთვალიერებინა. აი ის გაზაფხულზე მარტში რომ ამოდის. ვაკვირდებოდი როგორ ცოცხლობდა, ვკრეფდი და შემდგომ სახლში მიმქონდა. მეგონა ეს ყვავილი სულაც ჩემთვის ამოდიოდა. თუმცა ყველაფერი იცვლება 10 წელია ალბათ არცერთი ყვითელი ყვავილი არ შემხვედრია. მილიონჯერ მაინც ჩავუარე გვერდით და 1 წამითაც არ ამჩქარებია გული, ჰეჰ გასაკვირია ,იმ დროს როგორი აღტაცებით მიმქონდა შინ . რაღაცნაირად საერთოდ უცხო გახდა ჩემთვის და ამის გამო არც იმედგაცრუება განმიცდია და არც გულისტკივილი ...... არადა მაშინ ყველაზე ლამაზი და უსაზღვროდ სრულყოფილი მეჩვენებოდა ......

Tuesday, February 7, 2012

ობსკურანტიზმი

ნახევარი დღე ეძინა, როცა გაეღვიძა მზე უკვე უსიცოცხლოდ გაყვითლებულიყო..
ყავა–––სენდვიჩი–––სიგარეტი–––ავტობუსი–––ლექციები–––სიგარეტი–––სენდვიჩი–––ყავა....
01;17 ...
თვალი გაუშტერდა, სხვაგან არის , სადღაც რეალურსა და არარეალურს შორის..

ფიქრობს რომ უყვარს , შეიძლება არც უყვარს , მიაჩნია რომ ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უნარის უქონლობის გამო არც კი უწყიან რომ უყვართ...

ფიქრობს სიკვდილზე. არ ეშინია, უბრალოდ ფიქრობს. ახსენდება ისტორიაში მილიონობით უკვალოდ გამქრალი გვამი...

ფიქრობს ომებზე ახსენდება რომ ‘როდესაც ომი იფეთქებს ხოლმე ადამიანები ამბობენ; ომი დიდხანს ვერ გასტანს, ის ხომ აშკარად სისულელეა, ეჭვი არაა რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა,მაგრამ ეს არ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა, ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა ადამიანი მუდამ თავის თავზე, რომ არ ფიქრობდეს...

ფიქრობს აბსტრაქციაზე, იმაზე თუ რატომ გადის empire state building ის წვერზე დრო უფრო სწრაფად ვიდრე მის სარდაფში...

ფიქრობს მეგან ფოქსზე, მართლაც მაგარი ნაშაა, დიდი სიამოვნებით იჟიმავებდა მასთან...

ფიქრობს რომ ცხოვრება ყველას ტეხს და ბევრს ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება ვისაც ვერ ტეხს კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს,ყველაზე ნაზებს და ყველაზე მამაცებს თუ არც ერთი ხარ არხეინად ბრძანდებოდე მაინც მოგკლავს ოღონდ არა ისეთი აჩქარებით ( საბედნიეროდ არც ერთია, არც მეორე, არც მესამე, ასე რომ ჩქარა ნამდვილად არ მოკვდება )

ფიქრობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, რომელიც ისეთივე რეალურია როგორც სოროკინის „რიგის“ ბოლოში გასვლა...

ფიქრობს რომ გმირს დრო აჩენს ვარლამ არავიძე გმირი იყო ! ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს ამჩნევდა !

ფიქრობს ლეაზე და ბაბეტზე. ბაბეტზე უფრო. ნეტავ როგორი სახე ქონდა ახალ ორგაზმგანცდილ ბაბეტს ? ალბეთ არაამქვეყნიურად მშვიდი ...

ფიქრობს რომ რადგან სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს იქნებ ღმერთისთვისაც ჯობდეს რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ–ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოანდომონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ მოწყალების სათხოვნელად...

ფიქრობს რომ მოწევა კლავს – მაინც ეწევა ....

ფიქრობს რომ მზე ეხლა მერწყულის ზოდიაქოშია, როგორი აბსტრაქტული ტიპები არიან ეს მერწყულები...

ფიქრობს რომ ერთი თვეა სექსი არ ქონია , თავში სავარაუდო პორნოსაიტების სიას იხსენებს...

ფიქრობს რომ schubert__ ave maria გენიალურია !

01;34 ......

ყავა მწარეა , ოთახი ცივი , სიგარეტის ბოლი ნისლიანი.


p.s. ზოგჯერ შუა ღამისას ჩამოვარდნილ სიჩუმეში, სანამ საწოლს მივაშურებდე ხანმოკლე ძილისთვის, კომპიუტერს მივუჯდები ხოლმე. ვხედავ მწვანედ (online) მოციმციმე ადამიანებსრომლებსაც უნდათ ჩემი ფიქრები გაიზიარონ, მოუქნელად ცდილობენ გამოთქვან თავიანთი თანადგომა, ამ დროს კი თავიანთ უსუსურობას უფრო ადასტურებენ, რომელიც ხაზს უსვამს იმ არსებით განსხვავებას რომელიც ჩემსა და ამ ვირტუალურ პიროვნებებს შორის არის !



ობსკურანტიზმი – ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სულიერ განწყობილებას აღნიშნავს, რომლის ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური, პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული მონობის აპოლოგია; ცოდნისადმი, სკოლისადმი, წიგნისადმი, გონების აქტივობისადმი, ზოგადად - განათლებისადმი ნეგატიური, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულება; ყოველგვარი სიახლისა და წინსვლისადმი. ,ობსკურანტობა“ არის შემეცნებისა და აზროვნების ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნებისა და მოვლენების აღქმის, შეფასებისა და ანალიზის გარკვეული ფორმა.

Saturday, July 2, 2011

უპერსპექტივობა



იმდღეს გავიღვიძე და რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. ვგრძნობდი იმას, რომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. თვითონ ზემოთ თქმული წინადადება დიდი ვერაფერი,მაგრამ ალბათ ყველას გქონიათ ეს შეგრძნება ერთხელ მაინც ცხოვრებაში. იმ წუთასვე პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრი დავიწყე და მივხვდი,რომ პერსპექტივა მჭირდებოდა 100 % ვეთანხმები ერლენდ ლუს პერსპექტივა აფთიაქში უნდა იყიდებოდეს. მიხვალ ერთი-ორ კაფსულას ვენაში შეიშხაპუნებ და მორჩა ყველაფერს ისევ ვარდისფერის ინტერპრეტაციით ხედავ
ყველა ადამიანს აქვს ერთი ან ორი ისეთი რამ რისი დაკარგვაც არაფრის გულისათვის არ მოუნდება. ჩემთვის ასეთი რაღაც პერსპექტივაა. როცა ქრება : იმედი , შესაძლებლობები პერსპექტივა საერთოდ ვერ ვგრძნობ კავშირს საგნებს მოვლენებსა და ქვეყნიერებას შორის. დიდ კედელს ვაწყდები , საუბედუროდ ეს კედელი არც ბერლინშია „ დანგრევის პერსპექტივით „
ასეთ დროს ყოველთვის წარსულში ვიხედები და ვიხსენებ ისეთ რაღაცეებს , რაც პატარაობაში აღმაფრთოვანებდა აი მცირეოდენი ჩამონათვალი
მანქანები,ბურთები,ტრაქტორები,ცხოველები,ფრინველებიც,რუბიკის-კუბიკი,თოვლი,ტელევიზორი,ალუჩა,ჩემზე გამხდარი ბავშვები,ჩემზე მსუქნებიც,ონკანი,ბანაობა,მზის ამოსვლა,მელოტები,კომპიუტერები,მოშარდვა,რეკლამები,სუპერმარკეტები,თამაში (ერთხელ გულის წასვლამდე ვითამაშე,იმდენადაც კი გავერთე რო ერლენდის არ იყოს ჭამაც დამავიწყდა )
ამ სიიდან მაინცდამაინც ცხოველები და ფრინველები ამოვარჩიე და გადავწყვიტე ის ცხოველები და ფრინველები ჩამომეთვალა რაც მინახავს ზოოპარკისა და ტელევიზორის გამოკლებით აი მათი სიაც :
ძაღლი,კატა,ღორი,ირემი,ზღარბი,კუ,კოდალა,არწივი,ძერა,ჩიტუნები,წერო,თოლია,მტრედი,მაჩვი,ციყვი,თხა,ცხვარი,მელა,კურდღელი,ზაზუნა,ცხენი...საინტერესოა რა მწირი სიაა მე კი მეგონა უფრო აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი.
ამის მერე მომინდა ჩამოთვლა იმისა რა მაქვს და რა არ მაქვს
რა მაქვ/მყავს : ძმა,მშობლები,სახლი ველოსიპედი,მეგობრები,reebok_ის ბოტასები Celtic_ის ფორმა Liverpool_ის სტიკერები,მობილური ტელეფონი, i pod ,სასწავლებლის ვალი (სხვა ვალებიც )ფოტოაპარატი სექს პარტნიორები.
არ მაქვს/მყავს;მანქანა,აგარაკი,იახტა,შეყვარებული,Rolex ის საათი,კარგი ინტერნეტი,ჩოგბურთის ჩოგნები.
მაქვს =14 არ მაქვს=7
14-7=7
7=პერსპექტივას.

რათქმაუნდა ამდაგვარი გამოთვლა მხოლოდ სისულელეა და სხვა არაფერი.
ისე კი თავს იმ ხალხის სიაში ვთვლი, რომლებიც სამყაროს არც გააუმჯობესებენ და არც გააუარესებენ. ასეთები დღეს საკმაოდ ბევრნი ვართ, ასე რომ თავს მარტო სულად ნამდვილად არ ვგრძნობ.ისე ერთი კია რომელიმეს რომ ეკითხა რომელ ტელეარხს შეადარებდი საკუათარ თავსო აუცილებლად TV 2 *** ვუპასუხებდი.


P.S. კლუბი

-გამარჯობა ! მე გიორგი ვარ . მე უპერსპექტივობა მჭირს
-გამარჯობა გიორგი!!! (ერთხმად)
_გვიამბე შენ შემთხვევაში როგორ მოხდა ?? …
-...იმდღეს გავიღვიძე, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლავგრძნობდი იმას, რომრომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი .........




*** TV 2 - ნაკლებად რეიტინგული, მოსაწყენი ნორვეგიული არხი რომლის მიმართაც საზოგადოებას ცინიკური და ირონიული დამოკიდებულება აქვს .

© Nadusa

Monday, June 6, 2011

შენ შეგეძლო. . . !








შენ შეგეძლო :
გეთქვა
გეკოცნა
გელოკა
გეფიცა
გენგრია
გეყვირა
გეზასავა
გეცინა
გეჟიმავა
გე lika ა
გეფრინა
გეხვეწა
გენაშა
გელოცა
გესვა
გეთამაშა
გელიდერა
გეჭამა
გემესიჯა
გერეკა
გენაგლა
გენათხოვრა
გესწავლებინა
გემეტიჩრა
გერბინა
გეცხოვრა
გესაყვედურა
გემასტურბრირა
გებრძოლა
გეტირა
გეჩურჩულა
გესმინა
გე comment ა
გეთხოვა
გებლოგა
გეკეთებინა
გესროლა
გებლატავა
გებოსა
გეხოცა
გეჩქმიტა
გეკაწრა
გეძინა
გეგინა
გემოქმედა
გეხატა
გეოცნება
გეცეკვა
გელეწა
გებდღვირა
გეტლიკინა
გეკრიტიკა
გემღერა
გემინეტა
გეფურთხა
გეჯობნა
გეფერა
გეწეწა
გეთაფლა
გედარდა
გეყვედრა
გეჯავრა
გეწამლა
გეტრაკა
გექილერა
გეფლირტავა
გეუფროსა
გეგლამურა
გემასაჟა
გეშიმშილა
გეზეპირა
გებირჟავა
გესკაიპა
გეპანიკა
გესახსოვრა
გეკლოუნა
გებოდიშა
გეხეირა
გეტერორა
გეხალისა
გეარშიყა
გემიქსა
გესტუმრა
გესადისტა
გეთმინა
გეჩალიჩა
გეკბინა
გეგულშემატკივრა
გებოზა
გემეფა
გეხეირა
გეზეიმა
გეჩათლახა
გეთახსირა
გეღადავა
გეტასავა
გემასპინძლა



ჩვენ შეგვეძლო ...

გვყვარებოდა !



ცხოვრების პრინციპი : " ერთხელ დახურული კარი არასოდეს გაიღება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ხელი უნდა შეუშალო კარის დახურვას. "




© nadusa

Monday, April 4, 2011

"თვითმკვლელი გმირები "




გამართლებულია თუ არა ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მომავლის შენება ?! - როგორც "მართალნი" თვლიდნენ კი . ისინი ბოროტებას ბოროტებით ებძოდნენ და სისხლით დაიწყეს "ლამაზი რუსეთის" ისტორიის "თეთრ" ფურცელზე მომავლის შენება . სისხლით და ბოროტებით აშენებული "ლამაზი რუსეთი" კი ის გახლავთ დღეს ჩვენ და ნახევარი მსოფლიო "ოკუპანტებს" ,რომ ვეძახით, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და მოდით ისევ კამიუს "გმირებს" მივუბრუნდეთ.

ბევრჯერ გამიგონია და მომისმენია : თვითმკვლელები გმირები არიანო, თვითმკვლელობას დიდი გამბედაობა სჭირდება და ამდაგვარი ათასი სისულელე, საერთოდაც ვფიქრობ ადამიანები რომლებიც თვითმკვლელობაზე მიდიან ყველაზე დიდი ლაჩრები არიან დედამიწაზე იმათგან ვიზეც ოდესმე რამე გამიგია მინახავს ან მომისმენია.

ადამიანები შიშმა მოიცვა, ეს ის შიშია ყოველ ჩვენთაგანს საღამოს სასთუმალტან ყურში, რომ გვეჩურჩულება და დაძინების საშუალებას არ გვაძლევს, ეს ის შიშია დილას თვალის გაღების , რომ გვეშინია, რადგან "ის" ისევ ბალიშის გვერდზე მომღიმარი გველოდება. ადამიანები ცდილობენ თვითმკვლელობით თავისუფლება მოიპოვონ, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თავად თავისუფლება კატორღაა, რომელიც მანამ იარსებებს სანამ ერთი ადამიანიც კი მონობის უღელ ქვეღ დარჩება დედამიწაზე.თვითმკვლელობას კი არ ძალუძს ამ მონობის უღლიდან ადამიანის სხნა. თვითმკვლელი ადამიანი უბრალოდ ნებდება და რეალობას გაურბის, რომ გაიქცე გამოგონების ნიჭი უნდა გქონდეს და არ უნდა მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორსაც რეალიზმი გკარნახობს. ხო ! კინაღამ დამავიწყდა გამოგონებაზე და გაქცევაზე ერთი გენიალური ფილმიდან "Forrest Gump " იდან გენიალური ფრაზა "run forrest ruuuuuuuuuuuun " Forrest გაიქცა და გამოიგონა ......

"სიკვდილი ჩემი ყველაზე დიდი პროტესტი იქნება სისხლითა და ცრემლით მორწყული სამყაროს წინააღმდეგო"_ამბობს კამიუს "მართალნის" მთავარი პერსონაჟი. ცოცხალი, რომ იყო ბატონო "კალიაევ" აუცილებლად გკითხავდი რომელი იესო ნაზარეველი შენ მყავდი სისხლიტა და ბოროტებით დაბინძურებულ სამყაროს თვითმკვლელობით, რომ ებრძოდითქო, მაგრამ შენ ამ კითხვაზე უბრალოდ თავი აარიდე და გაიქეცი, თან ისე, რომ ვერაფერი გამოიგონე

შემდეგ....შემდეგ არაფერი ვიღაცეები მდინარის გაყლებაზე აკორდიონზე მღეროდნენ, ძაღლები ისევ გულისშემაწუხებლად ყეფდნენ, ყოველ ერთ საათში ისევ მოისმოდა შორიდან ხმა ' ღამის 8 საათია და ყველაფერი გენიალურადაა" , ჩემი მეზობლის ბოზი "სვეტას" ბინიდან კი ისევ კვნესის გულის ამრევი ხმა გამოდიოდა.............

Thursday, March 3, 2011

რა მოხდებოდა "ანუშკას" ზეთი, რომ არ დაეღვარა ...


"ანუშკა" მოსკოვში სედოვაიზე ცხოვრობს. შუა ხნის ქალია, ხელში ზეთით სავსე ბოთლი უჭირავს რომელიც უკვე დაღვარა ,მაგრამ რა მოხდებოდა ანუშკას" ზეთი რომ არ დაეღვარა ...

"პატრიარქებზე" ბერლიოზს ცნობილ და განათლებულ პიროვნებას ტრამვაი არ გაიტანდა და მშვიდად დალევდა გარგარის ოდნავ შემთბარ წვენს, რომელიც სულის მოთქმის უებარი საშუალება იყო ხვათისაგან გაწამებულ მოსკოვში

"ბეზდომნი' (უსახლკარო) შიშველი არ ირბენდა მოსკოვის ვიწრო ქუჩებში და არც პროფესორ სტრავინსკისთან ამოყოფდა თავს, მისთვის ესოდენ უხერხულ სიტუაციში და არც თავად სატანასთან შეხვედრა მოუხდებოდა.

არც ვოლანდი, მაღალი და გამხდარი ადამიანი ეწვეოდა მოსკოვს რომელმაც შემდგომში დიდი უბედურება დაატრიალა ვოლანდს

ვოლნდთან ერთად არ ჩამოვიდოდნენ თვალზე ლიბრაგადაკრული"აზაზელო', ფაგოტი კაროვიევი და ბეჰემოტი (კატა) რომელიც უნდა ავღნიშნო ამათგან ყველაზე მეტად დააკლდებოდა ოკუპანტთა დედაქალაქს.

ვარიეტედან შიშველი არ გამოცვივდებოდა ორი ათასი ადამიანი და არც ტაქსისტი დაუწყებდა კლიენტებს ჩხუბს ყალბ მანეთიანებზე. ამასთანავე მოსკოვის მცხოვრებლები ვერ იხილავდნენ დიდებულ სოუს "შავი მაგია და მისი სრული გამოაშკარავება"

ანუშკას რომ ზეთი არ დაეღვარა ლიტერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის კუბოს ლიტერატორები თავთან ერთად გააცილებდნენ, რათქმაუნდა სხვა დროს .

ოსტატი და მარგარიტა ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებოდნენ რომ არა "ანუშკა" რომელმაც სადოვაიაზე ზეთი დაღვარა

ოსტატს საერთოდაც არ მოუწევდა საგიჟეთში ყოფნა რადგან მის ნაწარმოებს არავინ უარყოფდა და ლევი მათეც შეძლებდა ჰა-ნორიცის სხნას ბრბოს ხელიდან. ეს ყველაფერი რათქმაუნდა მაშინ, თუ პონტოელი პილატე მანამდე არ შეიწყალებდა სიკვდილმისჯილ წინასწარმეტყველს.

მარგარიტა ნიკოლაევნას, ჭკვიან ულამაზეს და განათლებულ ქალს არ მოუწევდა ცოცხზე შემჯდარი ფრენა და სატანის დიდებულ მეჯლისზე მუხლმოშიშვლებული სიარული. არც საწყალ კატას აუწევდა ყურს და მეჯლისის ჩაშლის საფრთხეც არ დადგებოდა ბეჰემოთის თავგანწირული ბღავილის გამო.

ოსტატი და მარგარიტა ვერასიდეს იხიდავდნენ შეპირებულ განთიადს, რომ არა ანუშკა და მისი ზეთი

ანუშკას ზეთი რომ არ დაეღვარა, საერთოდ არ ექნებოდა აზრი სიკეთის კეთებას, რადგან არც თვითონ ბოროტება იარსებებდა.

რომ არა ანუშკა "უსახლკაროს" ყოველი მთცარის ავსებისას არ დაესიზნრებოდა სიზმარი, რომელიც ესოდენ უფორიაქებს სულს.

"ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა" არც ეს დიდებულ ფრაზას იარსებებდა, რომ არა ანუშკა და მისი ზეთი.

რომ არა ანუშკა მიხეილ ბულგაკოვი ვერ დაწერდა 'ოსტატი და მარგარიტა" _ს და არც ჩემი პოსტი იქნებოდა ბლოგზე ......

მაგრამ ანუშკამ ზეთი დაღვარა !

Monday, October 18, 2010

იტრიალე სიყვარულით, კოელიოსთან ერთად



რა არის ალქიმია ???
ალბათ ყველას პირველი რაც თავში "დაგარტყამთ" არის : ქიმია, გაუთავებელი ფორმულები და განტოლებები, მაგრამ სულაც არა იგი უფრო დიდია ვიდრე (H2O ) ან (CO2) ანდა კიდევ სხხვა ქიმიური ელემენტები. იმისათვის რომ გახდე ალ_"ქიმიკოსი" მხოლოდ წიგნები და მეცადინეობა საკმარისი, რომ არ არის ამას წიგნში ნახსენები ინგლისელის ფაქტიც ადასტურებს, რონელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად შესაძლოა კენბრიჯის ან ოქსფორდის წარმატებული ლექტორიც გამხდარიყო ამ დარგში მაგრამ ალქიმია საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ კემბრიჯის ლექტორობას დაკმაყოფილდე
და მაინც ...რა არის ეს ალქიმია, რა იმალება მის უკან ?? იმისთვის, რომ მის საიდუმლოს ჩავწვდეთ აუცილებელია სამყაროს ენაზე ვისაუბროთ, ჩვენ ბედს მივენდოთ და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ მაშინაც კი როცა ბოლოში გასვლამდე იმდენი მანძილია, რამდენიც თბილისიდან ელ-ფაიუმის ოაზისამდე.
სამყაროს ენის ფლობასთან ერთად აუცილებელია რწმენა, რომელიც უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა ვინ ხარ და რას აკეთებ თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი თვით სამყაროს სურვილშია ჩასახული. სწორედ ეს არის ნებისმიერი ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად ბედისწერის ხიდის ბოლომდე გავლა და მის ბოლოში განძის აღმოჩენა. სამწუხაროდ უმრავლესობა წინააღმდეგობების აღმოჩენისთანავე წყვეტენ ბრძოლას, ეს იმიტომ, რომ სასურველს რეალობად მიიჩნევენ და სამყაროს ისეთს კი არ აღიქვამენ როგორიც ის სინამდვილეში არის, არამედ ისეთს როგორიც უნდათ რომ იყოს.
მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ადამიანებს ბედისწერა აქვთ და მათი წამზომი ჩართულია, სრული უფლება აქვთ იცოდნენ, თუ რა მოელით, რადგან წინასწარ მოემზადონ,საფრთხეეები თავიდან აიცილონ და იგი შეცვალონ, მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ იგი შეიცვლება ეს უკვე მათი მომავალი აღარ იქნება. ადამიანებმა აწმყოთი უნდა იცხოვრონ და სწამდეთ, რომ ყოველი დღე თავის თავში ატარებს მარადისობის ნააწილაკს.
შეიძლება ძალიან გაცვეთილს და ახალს ბევრს არაფერს ვამბობ მარამ მაინc ვიტყვი, სამყაროს მამოძრავებელი ძალა სიყყვარულია. სხვანაირად უბრალოდ არ ხდება მისი შეცნობა და იმ ენის სწავლა რომელზედაც ალქიმიკისებს უნდა ესაურბო მას თუ გსურთ რათქმაუნდა,რომ ალქიმიკოსები გახდეთ. სიყვარული არასოდეს არ უშლის ადამიანს ხელს საკუთარ გგზას ეწიოს და თუ შეუშალა მაშინ იგი არ ყოფილა ის რაც საერთო ენაზე ლაპარაკობს. სიყვარულს არ ჭირდება ახსსნა, არც სიტყვები, არც "საგმირო საქმეები" როგორც ამას შოთა გვეუბნებოდა უბრალოდ უყვართ იმიტომ, რომ უყვართ !!!

ბოლოს...ალისფრად შეღებილ ქვიშაზე, უდაბნოს შუაგულში ალბათ დოჩანაშვილი და კოელიო ერთმანეთს შეხვდნენ და იმ ენაზე ილაპარაკეს, რომელსაც სიტყვები არ ჭირდება. ორივემ დედამიწა უბრალოდ სიყვარულით დაატრიალა და ჩაწვდა ალქიმიის საიდუმლოს.
ეცადეთ "იტრიალოთ სიყვარულით" იქნებ თქვენც გამოგივიდეთ ! : )))))




© nadusa

Thursday, August 5, 2010

სამუდამოდ ????

- 3 წელია აღარ არის
-რას ამბობ ? ...აა ? ..ქვითინი...
-დამშვიდდი, დიდი ხანია შევეგუეთ, ნუთუ შენ ეს არ იცოდი ?!
გაითიშა,იმ წამიდან გაქრა. თითქოს სული მოსტაცეს და პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთის კარზე მიაყუდეს ისე,რომ არც კითხეს შიგნიდანაც ექაჩებოდნენ ,ეძალიანებოდნენ მაგრამ რაღაც არაამქვეყნიური ძალით გამოერკვა და მიხვდა,რაღაც ჰქონდა გასაკეთებელი.
-სად არის ?
-რაა ?? რა და...სად არის ? სად დამარხეთ ? ცრემლნარევი ხმა,რომელიც უფრო ტირილი იყო ვიდრე ლაპარაკი.
-აქვეა 6 მილის მანძილზე გრეთჰემის დასახლების გვრდით, პატარა სასფლაოზე წამოდი მიგაცილებ. ეთანმა ხელი მოჰკიდა ,ცივი იყო, სისხლი თითქოს აღარ ჩქეფდა,თითქოს საბოლოოდ ხელი აიღო მოძრაობაზე.
-დარჩი ! მარტო წავალ.
ეს იყო ბოლო სიტყვბი და იმ წასვე განშორდა. წვიმდა..ღრუბლებიდან ძლიერად ეშვებოდნენ სისხლისფერი წვეთები და პირდაპი, მოურიდებლად ეხლაბოდნენ სახეზე.
თენდებოდა, დილის ბურუსით იყო მოცული სემპტონის ვიწრო ქუჩა,რომლის ბოლო,სწორედ გრეთჰემის სასფლაოზე გადიოდა. მზის ამოსვლამდე ჯერ ძალიან ადრე იყო,მისთვის ალბათ აღარც ამოვიდოდა
მიდიოდა ...არ იცოდა სად იყო, რატომ იყო, მხოლოდ იცოდა ,რომ მიდოდა მასთან შესახვედრად ამდენიხნის შემდეგ გზად კი აგონდებოდა კადრები.რომელიც გულის ყველაზე სუფთა და ლამაზ ადგილას ჰქონდა შენახული.გაახსენდა წარწერა სკოლის მერხზე "see you after break". პირველი კოცნა სიდლენგის ავტობუსის გაჩერებაზე.წუთები როცა ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.გაახსენდა ღამე , როცა მათ შორის სამუდამო კავშირის უმთავრესი მიზეზი თომასი ჩაისახა, რომელიც არ დაიბადა : (
ცა უფრო გათენდა..ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. მხოლოდ ძაღის უგულო შეძახილი მოისმოდა შორიდან. ციოდა, თრთოდა, 2 საათში საშინლად შიცვალა 80 წლის მოხუცს დაემსგავსა , კანი გაუფერმრკრთალდა, თვალები ჩაუვარდა, დიახ სწორედ ის თვალები, რის გამოც ბევრჯერ უჩხუბია სკოლაში იმას, ვისაც ამ წამს ეძებდა და იცოდა, რომ ვერასოდეს მიაგნებდა.
მანამდე ...მანამდე კი იყო...დედე და ოჯახი რომელიც სულ ეწინააღმდეგებოდა ; დენი ღარიბია, დენი ვერ გაცხოვრებს,დენი არ გეკადრება, დენი შენი ოჯახის შესაფერისი არ არის ,სხვებიც იმავე აზრზე იყვნენ და საერთოდაც ყველა დენის წინააღმდეგი იყო.
ამ დროს გამოჩნდა მარსელო: მდიდარი, ფულიანი, გვარიანი, სწორედ ისეთი როგორსაც დედაეძებდა..სხვათაშორის ზემოთნახსენები თომასი რომელიც არ დაიბადა დედის გადაწყვეტილებით იქნა ნაადრევად სიცოცხლეს გამოთხოვებული .
გზა გაიწელა ..თენდებოდა.აშკარად იგრძნო სისველე და აუტანელი სულის ტკივილი. წვიმა ნელ ნელა ჩუმ და პირქუშ თოვაში გადაიზარდა შორიდან განუწყვეტლივ მოისმოდა უპატრონოდ მიგდებული ძაღლის უმოწყალო წკმუტუნი.
სასაფლაოს შესასვლელთან იდგა, ბევრი ეძება გაყინული ხელით ფხეკდა სამარეში ჩაძირული ადამიანების ამქვეყნიურობის მომაგონებელ ერთადერთ ნიშნებს. ყოველი ახალი ქვის შემდეგ ტანში ზარავდა და აჟრიალებდა შედედებულ ჰაერს. ბოლოს მიაგნო
დენ სტივენსი
1984-2008...


ერთხანს გაორებული იჯდა, დაეჭვდა იქნებ სიზმარიაო..ბოლოს ჰაერის ცივმა ნაკადმა გონზე მოიყვანა , მუხლი მოეკვეთა და ჩაეხუტა დათოვლილ ქვას, რომელიც თითქოს არ იკარებდა, უძალანდებოდა, მაგრამ ბოლოს იგიც გათბა და დანებდა ნაცნობ მკლავებს. ძარღვებში სისხლმა უფრო ჩქარა სიარული დაიწყეს,სიარული სირბილში გადაიზარდა,ბოლოს გულის იმ სუფთა ნაწილს მიეხალა სადაც საბოლოოდ შეწყვიტა მოძრაობა.
ბევრი ითოვა. გრეთჰემი გადათეთრდა.თებერვლის 4 _ს იქვე მეზობლად მცხოვრებმა მეტყევემ მიაგნო ქვაზე შესისხლხორცებული უცნობი გოგონას გვამს.
ცხოვრება ჩვეულ რითმში გრძელდებოდა, ამ რითმს მხოლოდ თოვლიან გზაზე უმოწყალოდ მიგდებული ძაღლის შემზარავი წკმუტუნი არღვევდა.


P.S.
არვიცი რატომ დავწერე ეს ყველაფერი, ალბათ ცუდ ხასიათზე ვიყავი და იმიტომ ზოგადად სიყვარულის მარადიულობის რამდენად მჯერა სხვა თემაა, მაგრამ ვისაც გჯერათ ამ პოსტით + 1 ჩემგან : )))

Friday, June 25, 2010

რეალიზმი / სურიალიზმი


03:47............
-გიორგი რას შვები?? კიდევ არ გძინავს, 4 საათია ?
-არ ვპასუხობ (ვერ გავიგე)
-გააფრენ შვილო შენ
-აა ! ხო.....ხო....ვწვები.....
სადღაც ვიყავი.უკან,წარსულში . ვფიქრობდი და ძალიან გამეწელა ფიქრი. თქვენ გგონიათ დიდი ხნის განმავლობში ხდებოდა ? სულაც არა 3 წუთი გრძელდებოდა ( შეიძლება 4_იც )უბრალოდ ბევრს მოიცავდა და იტევდა თავისთავში ეს 4 წუთი

სექტემბერი :
აღარ ცხელოდა,არა მზე მაინც ანათებდა,მაგრამ საღამოთი გრილოდა უკვე. "ჟაკეტს" ვიცმევდი...თეთრი იყო ზოლიანი სხვებსაც ეცვთ, უბრალოდ ჩემი განსხავდებოდა ცოტათი.სადღაც უნდა მქონდეს კიდევაც უჯრაში. იმისი წითელი იყო.თავიდან არ მომწონდა,არც ბოლოს უბრალოდ შევეჩვიე და როცა არ ეცვა მენატრებოდა კიდეც .სხვა მგონი არც უხდებოდა არაფერი....მაღლა ვიყავით...კანკალებდიო მითხრა გუკამ (ძმკაცია, შორიდან დავუნახივრთ თურმე) ვიუარე მეხუტებოდა როგორ ვკანკალებდი არ მციოდათქო. როგორ არაო ,ეგეთი გაყინული ჯერ არ მინახიხარო (იგრძნო,ძმაკაცია ჩვენთან რო ტრუსიკის ძმაკაცს ეძახიან ეგეთი )მე სულ ვერ ვგრძნობდი სიცივეს.მცხელოდა,"მთბილობდა" კარგად ვიყავი.

დეკემბერი:
-ნიკა წამო დავლიოთ
-არ მინდა
-მოვწიოთ
-არ მინდა
-წამო ფეხბურთი ვითამაშოთ
-არ მინდა
-წამო ნინი და დაქალები ამოდიან,მაგარი "ნაშაა" მაგის დაქალი ხო იცნობ ??
-არ მინდა
გამოიფიტეო,მოკვდიო,ემო გახდიო,ეგეთი არ გაგვიცნიხარო,დაგეხმარებითო....
(დიალოგი მესმის:ამას რა ჭირს ? -ვის ნიკას ? არა ბებიაჩემს მიკას , ნიკას აბა ვის შეჩემა-რა ვიცი დებილია კიდე იმაზე ფიქრობს,"იგრუზება" მესიჯის გამო იჩხუბეს..მეც ვიჩხუბებდი მამენტ მარა ამის მეტიჩრობა ხო იცი პუტანკასავით თავს იფასებს.-ტელეფონს რა დაემართა ??- კედელს ესროლა, იმაზე გაბრაზებულმა-ლოოოლ ცინიზმი...სიცილი არა ხარხარი ...მინდოდა მიმეხჩო . ნაბიჭვარი )

აპრილი:
მეძინა ის.მეღვიძა ის მიხაროდა ის.მშიოდა ის.მწყუროდა ის....მზეც ამოდიოდა ...სამყაროც ვრდისფერი იყო ...ნეტა სხვნაირი რატომ მეგონათქო ვფიქრობდი ჩემთვის იგივე მეგობრები..იგივე ადგილი იცვლება მარტო სიტუაცია(ბიჭებო რავა ხართ-მაგრად შენ ,სიგარეტი ხომ არ გაქ ?-არა ფულს მოგცემთ და იყიდეთ -რა იყო ნიკუშ წყალი გადაკეტეს??( მეტაფორაა ერთგვარი ) -წადი თქვენი- ბიჭო სულ დაგვივიწყე შენ ხანდხან გამოიხედე ხოლმე სულ იმასთან როგორ უნდა იყო.) სმს მომივიდა გამოვედიო...გავიქეცი მეც სასწრაფოდ..ჩავეხუტეთ

აპრილის მერე მაისია,ივნისი,ივლისი..თუ სწორად მახსოვს, იმ თვეებშიც 60 წამი იყო წუთში,60 წუთი იყო საათში 24 საათი დღეში...დრო გაჩერდა (ჩემთვის) წვიმდა ...ძალინ წვიმდა, დავსველდი..მუშტი მტკიოდა ..რას ვერჩოდი განათების ძელს ? ანდა სალოს, მარის, ეთოს, ნიას, ბოზებოთქო..მეზიზღებითთქო სუყველანითქო (ვნანობ, ვაღიარებ )
იმას ვამბობდი...ჰო...ზუსტად ეგრე იყო ...ზაფხული იდგა..ცხელოდა ახლოს იყო ძალიან, ისე ახლოს იყო ვგრძნობდი მისი ცხვირიდან გამომავლ ჰაერის ნაკაკდს..რეალურად კი-შორს იყო..დაფრინავდა..არც ისეთი ხმა ქონდა,არც ჩახუტება , თვალებიც კი თქვენწარმოიდგინეთ
წავედი მეო...კარგადო..კაითქო დავეთანხმე , შენი ნებაათქო......

hell:
ჩაეხუტა, აკოცა, დაუძახა (ალბათ ისე როგორც მე, შეიძლება უფრო დიდი გრძნობითაც )იარეს შემოდგომაზე ..ჰო ჰო..თან ჟაკეტებით.ძალიან მეტკინა..ცრემლი უნდა წამომსვლოდა...გავშეშდი..გავიყინე....

life's goes on:
-აუ ნიკა ხო მაგარი იყო
-კი
-მთელი ღამე ცეკვავდი,მთვრალი იყავი
-ჰო ცოტათი
-ისე როგორ შეკერე ის "ბოზი"
-რავი, მეგრელი ვარ ხო იცი (გამეცინა)
იგივე მეგობრები , იგივე ადგილი...იცვლება სიტუაცია:
-დავლიოთ?
-აბა რა!
-მოვწიოთ?
-კი
-ნიკუშ ფეხბურთი ვითამშოთ?
-კეტებს ვიცმევ, მოვდივარ
-ნინი მოდის გამოხვალ ?
-დაქალი მოყავს , ის ბელარუსი თუ პოლონელი ??
-კი მოყავს
-ჰო იასნა.. მაშინ მოვდივარ
ჩვეულებრივად გაგრძელდა..სინამდვილეში დრო არც გაჩერებულა , უბრალოდ მე ამოვჭერი , როგორც გაფუჭებულ კადრებს ჭრიან ხშირად ტელევიზიაში

06:17........
გიორგი ! ნერვები მომიშალე კიდევ არ გძინავს ?? ნუ აწკაპუნებ კლავიატურას ხმა გამოდის !
-აუ აუ , აი ვთიშავ ......

show message from: * yesterday
7 days * 30 days * 1 month ago

nankOo: sad xar gaxvediii ?? 6;22 a.m.

Nadusa: xo gitxari 3 wutshi movltqo 6;23 a.m.

nankOo: 3 ara 4 wuti gavida ukve (wasntme) 6:23 a.m.

თქვენ კიდევ არ დამიჯერეთ ზემოთ, რომ ვთქვი 3 წუთი ვფიქრობდითქო


© nadusa

Thursday, May 20, 2010

სევდიანი ბორცვი




მარკესზე და მის ნაწარმოებზე ახალი რა უნდა ვთქვა მაგრამ მაინც ჩემს აზრს დავწერ,მით უმეტეს ეს თემა (სიბერე)აქტუალური იყო ჩემთვის ამ დღეების განმავლობაში და ვფიქრობდი კიდეც.მარკესმა ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და ჩემეულ ინტერპრეტაციაში კორექტივები შეიტანა .
"ჩემი ნაღვლიანი მეძავები" სწორედ ასე ქვია ნაწარმოებს პრინციპში მეძავი და ნაღვლიანი ცოტა გაუგებარია . ადამიანი ხომ იმიტომ მიდიხარ მეძაცთან რომ ნაღველი ბინძურ სექსში ჩაკლა, მაგრამ მაკრკესის შემთხვევაში სიტყვა ნაღვლიანი ალბათ არც ახალია და არც გასაკვირი . წიგნის მთავარი პერსონაჟი არის 90 წლის კაცი რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ისე გაატარა ვერც კი მიხვდა როგორ დაბერდა .მართალია ეგრეც არის სიბერის პირველი ნიშნები ისე გეპარება ,რომ თითქმის ვერც კი ამჩნევ მას , რადგან შინაგანად არ იცვლები იგივე ხარ,რაც იყავი,მხოლოდ სხვები ხედავენ შენში მომხდარ ცვლილებებს. თუმცა სანამ სხვები ამ ცვლილებებს დაინახავენ შენ შეგიძლია 50 წლის განმავლობაში გქონდეს სექსი 512 ქალთან (ეუუჰჰ ! შემშურდა ) როგორც ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს , შენ შეგიძლია არ იფიქრო სიყვარულზე , არ იფიქრო ოჯახზე და არაფერზე შენს გარშემო..მთელი ცხოვრება ასე გალიო ტკბილად და არხეინად მაგრამ იმ დროს როდესაც 90 წლის ნისლიანი დილა გათენდება მთელი განვლილი ცხოვრების ტკივილი ერთიანად გატკენს გულს . მას აქვს ცხოვრება რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მისი და მეძავების უთიერთობით წერს წერილებს საკვირაო გაზეთში და ხალხი მას აფასებს .მისგან მაგალითს იღებს როგორც "ჭკვიანი კაცისგან".უხდიან ცერემონიებს .დიდებულს ,ზღაპრულს ისეთებს " რწმენადაკარგულ ესპანელ მღვდლებს" თუ მოაგონდებათ მარტო. იგი საერთოდაც ვერ გრძნობს სიკვდილსა და მის შორის არსებულ ზღვარს.მისთვის ცხოვრება 2 ნაწილად იყოფა. პირველ ორმოცდაათ წლად, როცა უნდა იყო თავაშვებული, გაერთო და დატკბე ცხოვრებით. მიუშვირო ცალი გვერდი და როცა ეს გვერდი დაიწვება, შემდგომ შემოტრიალდე და მეორე ორმოცდაათი წელი, მეორე მიუშვირო შესასწვავად.როცა საკუთარ თავს უსვამს კითხვას რატომ ვერ დაოჯახდა პასუხი ერთი აქვს, კახპებმა დრო არ დაუტოვეს დასაოჯახებლად! მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც 90 წლის გახდა .როდესაც გაიღვიძა და წინ 14 წლის გოგოს სახით წრფელი სიყვარული გადაეშალა . ამ სიყვარულს თავიდანვე განწირული დასასრული ქონდა არა ასაკის გამო...მან სიყვარული კვლავ"ანგელოზსახიან კახპაში" დაინახა და არა ვინმე სხვაში .90 წლისას ყველაზე მეტად უნდოდა სექსი გულის სწორ "დელგადინასთან" მაგრამ სინდისმა ამის საშუალება არ მისცა, როგორც ბოლოს სჩანს კასილდასთან დიალოგში მან გააკეთა სწორი დასკვნა, რომელიც მისდასამწუხაროდ ნაგვიანევი აღმოჩნდა ...ჩვენი დრო წავიდა ეუბნებოდა ვნებიანი კესილდა კვლავ "ცეცხლოვანი ჟიმაობის" მოლოდინში ახლა ის აღარ ვართ რაც ვიყავით ვბერდებით აღიარა ქალმა...ჩვენ უკვე ვართ ბებრები უბრალოდ შიგნიდან ამას ვერ ვგრძნობთ ,მხოლოდ გარეშე თვალისათვის არის შესამჩნევი სხვისი სიბერე. ბოლოსდაბოლოს იგი მიხვდა რომ სადღაც ყველაფერი მთავრდება. სადღაც წყდება ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი.
ერთხელ რომელიღაც მწერალმა იულიუს კეისარს მიწერა წერილი, რომლის შინარსი შემდეგში მდგომარეოდა: "შეუძლებელია ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც ხალხს მიაჩნიხარ"იგი ხალხს სევდიან ბორცვად მიაჩნდა, რადგან მას არ გააჩნდა არავინ, ვინც აგრძნობინებდა სიყვარულს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თვიტონ შინაგანად რათქმაუნდა არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, სანამ 90 წლის არ გახდა, მაგრამ ბოლოს მაინც დარწმუნდა იმაში, რომ ერთხელაც იულიუს კეისარს,თურმე სიმართლე მიწერეს ...
მაგრამ ვინ იცის დაბერდა კი იგი 90 წლისას?? იგი დაბერდება ივლისის ერთ მშვენიერ დღეს, ანუ მას შემდეგ რაც კიდევ 100 წელს გალევს .
და ბოლოს "დელგადინას" ფოტო სწორედ ისეთი ველოსიპედიანი როგორიც მარკესმა ჩემს წარმოსახვაში გააჩინა

© Gabriel García Márquez "Memories of My Melancholy Whores" [2004]

Tuesday, May 11, 2010

გმირები,ტერორისტები თუ "პირველი მერცხლები"



დიდი ხანია მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო "ჯინსების თაობასთან" დაკავშირებით ვეცდები მეტ-ნაკლებად გადმოგცეთ რასაც ვფიქრობ
ამ ამბავზე ბევრი რამ გამიგია ზოგი რას ამბობს, ზოგი რას,ერთნი ამ ბიჭებს ტერორისტებად ნათლავენ, მეორენი გმირებად ჩემი აზრით არც ერთი იყვნენ და არც მეორე თუმცა ჩემი აზრი ბოლოსკენ იყოს ...
ზოგადად ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა დამებადა ეს ბიჭები,რომ არ დაეხვრიტათ,ჰქონდა თუ არა მათ ცხოვრებას აზრი ასეთ საქართველოში ? იყო თუ არა მათი რისკი გამართლებული ?
ქვეყანაში სადაც არ გაქვს უფლება იარო ჯინსით, იმიტომ რომ საბჭოეთმა ეს აკრძალა. ქვეყანაში სადაც გეშინია Led_zeppelin ის მოსმენა იმიტომ რომ იგი საბჭოთა კავშირში არ დაიბადა (რომ დაბადებულიყო,რათქმაუნდა ყოველღამე იავნანასავით გვასმენინებდნენ)იმ ქვეყანაში სადაც სიყვარულს გიკრძალავენ. ქავეყანაში სადაც შეყვარებულის მხარზე თავის ჩამოდებას ამორალურ საქციელში გითვლიან ?..მგონი საკმარისი მიზეზებია იმისათვის,რომ რისკი გამართლებულად მივიჩნიოთ
უნდა ავღნიშნოთ რომ ისინი რათქმაუნდა არიან დამნაშავეები და მათ პასუხი უნდა ეგოთ კანონის წინაშე არა იმ ფორმით რა ფორმითაც ეს მოხდა მაგრამ უნდა დასჯილიყვნენ სამართლის ნორმების შესაბამისად ...სამართალი?? მგონი ეს სიტყვა უადგილო და კონტექტიდან ამოვარდნილი იყო ..სწორედაც რომ ამოვარდნილი .სამართალზე ახალს ვერაფერს ვიტყვი რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება მიიპყროს, მაგრამ აქ გამეფებული უსამართლობა, რომ არ ავღნიშნო არ შმიძლია : ორსულ ქალს ციხეში უკლავ ნაყოფს, ანუ თავად ხარ მკვლელი და ხალხს ასამართლებ ტერორიზმზე, ნახევარ თვითმფრინავს ჟლეტ ავტომატით, როდესაც შესაძლებელია უსისხლოდ ჩაგბარდნენ ისინი არის თუ არა ეს უარესი დანშაული, ვიდრე იმ ბიჭებმა ჩაიდინეს ...ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ -არის !
როგორ შეიძლება "ცეკას"იმდროინდელი მდივანი განვიხილოთ როგორც ადამიანი არსება ,რომელიც მამას სთხოვს არჩევანი გააკეთოს თავის ორ შვილს შორის არსება, რომელსაც შეეძლო ეს სასჯელი თავიდან აეცილებინა ახალგაზრდებისთვის და ეს არ გააკეთა
ჩემი აზრით ეს ბიჭები არ იყვნენ არც ტერორისტები და არც გმირები. ისინი იყვნენ უბრალოდ ცუდი ეპოქის შვილები. მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, ან ყველაფერი ან არაფერი.ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს "მონანიების" ეპიზოდს როცა მრგვალ კედლებს შორის გასაქცევი არსად ჩანს.ისინი უნდა გაფრენილიყვნენ როგორც ირაკლი ჩარკვიანმა თქვა ან ზღვა უნდა გადაეცურათ ან "გვირაბი გაეყვანათ ბომბეიდან ლონდონამდე'მოკლედ გამოსავალი უნდა ეპოვათ მათ იპოვეს კიდეც გამოსავალი მართალია მათ იმდროინდელ მცდელობას შედეგი არ მოყვა მაგრამ ისინი არიან "პირველი მერცხლები" რომლებმაც საბოლოო ჯამში გაზაფხული მოიყვანეს.

Thursday, April 8, 2010

გაზეთია რა, მეტი არაფერი.


ეს დღეებია ერთიდაიგივე ჩავიხვიე და სულ მაგაზე ვფიქრობ, ყოველშემთხვევაში ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჰოოოოდა ბარემ აქაც დავწერ 

2-3 თვის წინ აბაშაში მივდიოდით მე და ძმაკაცები და მატარებლის ბილეთის საყიდლად წავედით სადგურზე. სადგურამდე მისასვლელ ვარიანტებს შორის განიხილებოდა ტაქსი მეტრო და ყვითელი ავტობუსი პრინციპში ტაქსი გამორიცხულიც იყო იმიტომ რომ ფული არცერთს არ გვქონდა : მეტროთი დავაპირეთ წასვლა მაგრამ ერთ-ერთმა ძმაკაცმა ავტობუსით წავიდეთო მეტროთი რა ივლისო თან იმ წუთას გამოიარა იმ ნომერმა რომელიც ზუსტად სადგურზე მიდიოდა ხოდა უალტერნატივოდ ავედით სუყველანი. 

გზაში როგორც ყოველთვის ვილაპარაკეთ იქით-აქეთ და .......ჩვენს გვერდით მჯდომი კაცი დავინახე საკმაოდ ასაკში იქნებოდა სე 60 -65 წლის ეკავა გაზეთები და რაც მთავავარი იყო გაზეთი "ლელო"  მოგეხსენებათ სპორტული გაზეთია. წინა დღის ფეხბურთის ანგარიშები მაინტერესებდა ძალიან და ვცდილობდი რამე დამენახა შორიდან მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. მერე ყურადღება არც მიმიქცევია იმ "ბაბუაზე" . მივაღჭიეთ სადგურამდე და ზუსტად ჩასასვლელთან კართან დავინახე ამ კაცს ეს გაზეთი დაუვარდა თვითონ სულაც ვერ გაიგო ისე და ხელში სხვა გაზეთი უჭირავს. მეც დავარდნილი გაზეთი ავიღე სასწაფოდ და უკანმოუხედავად გამოვედი ავტობუსიდან (მაგრად ვინანე) 

როგორც კი, ჩამოვედი იმ წუთას ვიფიქრე დავუბრუნებთქო მარა კარები დაკეტა მძღოლმა და აზრი არ ქონდა ....არაადა ავტობუსში მქონდა შანსი რო ჩამოვედი მაშინ შემაწუხა სინდისმა . ვითომ დიდი არაფერი 60 თეთრიანი "ლელო" ვნახე დავარდნილი ავტობუსში და ავიღე  ( არა გატყუებთ , დავარდნილი კი არა დავინახე როგორ დაუვარდა) ავტობუსიდან რო ჩამოვედი ასეთი დიალოგი გაიმართა ძმაკაცთან 

_ბიჭო იმ კაცს რო გაზეთი ეკავა დაუვარდა დაავიღე 

_ვა საღოლ , ნახე ლიონმა რა ქნა ? 

_ლიონი კი არადა უნდა დამებრუნებია ტეხავს 

_რა უნდა დაგებრუნებინა შეჩემა დაიკიდე რა 

აიი ვერ დავიკიდე რავქნა.  ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს ვიღაცას რაღაც მოვპარე მერე რა რო გაზეთია "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთია" მილიონი რო დავარდნოდა იმასაც ავიღებდი და ნაგლად წამოვიდოდი.

მოკლედ ძალიან ვნანობ რო არ დავუბრუნე ის დედა##### :@  გაზეთი. იმას კი არ ვდარდობ რო ამით იმ კაცს რამე დავუშავე უბრალოდ ჩემ თავში დავინახე ძალიან ცუდი თვისება . არადა მახსოვს რა კაი ბავშვი ვიყავი ვიღაცას რაღაცა დაუვარდებოდა მივურბენინები ბიძია დაგივარდათქო.....ეჰჰ თავიდან ყველა ადამიანებადვიბადებით .........

Monday, March 29, 2010

"ჭვავის ყანა "



 

ამ დღეებში მეგობარი მეუბნებოდა დავიღალე ყველაფრით, სადმე ჩემთვის კუნძულზე მინდა ცხოვრება ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთადო. ეგ არ არის ერთი ადამიანი რომლისგანაც ანალოგიური სიტყვები მსმენია. ზოგადად ყოველთვის მიკვირდა ეგეთი ხალხის რატომ უნდა წახვიდე კუნძულზე იქ სადაც არც კომფორტული სახლი გაქ, არც მეგობრები გყავს არც რამეა ისეთი რაც დღვანდელ ცხოვრებაში ჩვენთვის ძალზედ აქტუალურია თქვენ წარმოიდგინეთ ინტერნეტიც არ გაქვთ ( წარმოიდგინეთ ?  _ მე ვერა :  D ) მოკლედ იზოლაციაში კუნძლზე ხართ საყვარელ ადამიანთან ერთად .......

2 დღის წინ ისევ მეგობრის დაჟნებული თხოვნით წავიკითხე ჯერომ სელენჯერის "ჭვავის ყანაში, კლდის პირას" თვითონ წიგნი დიდი არაფერი უბრალოდ  ერთმა ფაქტმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ეს 2 დღეა თვალებიდან არ ამომდის იმაზე სურვილი თუ რა წარმოუდგენელად კარგი შეიძლება იყოს ჭვავის ყანაში თამაში. სიმშვიდე , ჰარმონია . მცხუნვარე მზე რომელიც არაჩვეულებრივ სურნელებას სძენს თითოეულ თავთავს . არ განაღვლებს არაფერი. შეგიძლია ირბინო,იცეკვო იმღერო ( მერე რა რო სიმღერა არ იცი მაინც ვერავინ მოგისმენს შენ თვითონ ხო გესიამოვნება )  არ იფიქრო იმაზე რომ ხვალ დილას უნდა ადგე , სამსახურში წახვიდე , ოჯახს მიხედო , მოვალეობები შეასრულო . ჩემი აზრით ამ დროს საყვარელი ადამიანიც კი ზედმეტია , ჩემთვის ზედმეტია მარტო მინდა ამ ყანაში დარბოდე არ მინდა რომ "სიმღერა შემაწყვეტინოს" ცუდად მღერიო.  ნარბენ -ნაცეკვ-დაღლილზე ქოხის პირას ჩამოჯდომა და იმის ყურება რა ლამაზად ჩაესვენება მზე  ყანის ბოლოში. საერთოდ არ უნდა ჩადიოდეს ასეთ ადგილას მზე მე თუ მკითხავ მაგრამ მაგანაც რა ქნას მოვალეობა აკისრია "დამპალი დედამიწა" უნდა გაანათოს ხვალ 

ეხლა მესმის ყველასი ვისაც უნდა კუნძულზე გაქცევა და ამ რეალობის მიტოვება . გაიქეცით ბატონო ! გაიქეცით !  მე ყანაში წავალ ესე მირჩევნია 

ეჰჰჰჰ !  თუმცა სად არის "ჭვავის ყანები" და კუნძულები. ხვალ ისევ მზე ამოდის დედამიწაზე . გვიწევს დაპროგრამებული რობოტევით ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების შსრულება . თუმცა რომც მოვინდომო დროც მქონდეს და საშვალებაც ასეთი ადგილი არ არსებობს .

ან შეიძლება არსებობს .. არ ვიცი .....თქვენ თუ იცით მითხარით :))))

© nadusa