Saturday, July 5, 2014

დამიენ ჰერსტი და ჯეფ კუნსი ხელოვნების ბაზარს ინაწილებენ.

დილის 8 საათზე ყლინჯში და პიჯაკში გამოწყობილ უემოციო, გაყინულ და სადღაც გამქრალი მზერების, ბოლომოუღებელ რიგს, რომ უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ეს დამპალი არსებები ნახევრად მოდერნიზებული პედიკები არიან, რომლებიც შიგადაშიგ ცდილობენ გადაჭარბებულ უგემოვნებას გაექცნენ, ტრადიციულად რომ ასოცირდება მათთან და დრო და დრო მაინც იჩენს თავს

შინაგანი პროტესტის ტალღა სადღაც ქუსლებიდან იწყება და ყელამდე უსწრაფესი წნევის ძალით ამოხეთქავს ხოლმე. მინდება თავიანთ უაზრო სარკასტულ და ირონიულ თავებში ხელი ჩავუყო და იქ არსებული ვაკუომი რამენაირად ამოვუვსო. შეიძლება მარტო შენთვის წლობით იფიქრო ამაზე, ისე რომ ხმაც არ ამოიღო, მეტიც მხოლოდ ასე შეიძლება რეალურად მოიქცე, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი როცა მოთხოვნლება გიჩნდება სამყაროს შენი ძალა აჩვენო, წინააღმდეგობა გაუწიო, არა იმიტომ რომ ვინმეს აზრი გაიგო ან ვინმეზე ზემოქმედება მოახდინო არამედ უფრო იმიტომ რომ დამშვიდდე, დარწმუნდე საკუთარი თავის რეალობაში, თუ გნებავთ საკუთარი არსებობისთვის ხაზის გასასვამად.

რა არის ადამიანური ცხოვრება არავინ იცის მაგრამ იგი შეიძლება მოვლენათა საკმაოდ შეზღუდულ რაოდენობებამდე დავიყვანოთ. სხვა დანარჩენი ყველაფერი ინსტიქტური არსებობაა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

ცხოვრება ხანდახან შეიძლება ჩაითვალოს, მკვეთრი ჩავარდნებით დაყოფილ, საფეხურების გარკვეულ თანმიმდევრობად, რომლის ბოლოსაც არის სიბერე. ორმო რომლიდანაც ამოსასვლელი საფეხური შენგან ძალიან შორს არის და შანსი იმისა რომ ამოსულიყავი დიდი ხნის წინ დაკარგე. ცხოვრება შანსს აძლევს ადამიანს ორმოში მარტო არ აღმოჩნდეს და საკუთარი თავი ვინმეს გაუზიაროს, მაგრამ თუ ადამიანს ძალა არ შესწევს, ყოყმანობს და ვერ გადაუწყვეტია მისით სარგებლობა, ჰოოოოოპ ! და შანსი ეგრევე ქრება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო ნაბიჯის გადადგმისა და ბედნიერების მოპოვებისა მხოლოდ რამოდენიმე დღე გრძელდება , ხანდახან რამოდენიმე კვირა ან წელი, მაგრამ ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება და თუ ხელიდან გაუშვი კარგად მეყოლე, ძალიანაც რომ გინდოდეს, აღფრთოვანება ადგილს მორჩილებას, გულის შემკუმშველ სიბრალულს და აპათიას უთმობს, უსარგებლო, მაგრამ სამართლიან გრძნობას.

კანტი მაგარი კაცი იყო " ზნე ჩვეულებების მეტაფიზიკაში" ამბობს: " გაანადგურო საკუთარ პიროვნებაში მორალური სუბიექტი, ეს იგივეა შენი შესაძლებლობების ფარგლებში ამ ქვეყნიდან განდევნო მორალი" სასიცოცხლო ძალების შეგრძნება ყლინჯ-პიჯაკიანი ტიპებისგან, რომ მოდის, რომელიც თვეში დარიცხული ხელფასის სახით 500 , 1000 , ან 3500 ლარად იზომება, ორმოში ცალსახად მარტოდ ყოფნის ბილეთი წინასწარ აქვთ დაჯავშნილი. ესეთ ტიპებზე ფიქრის დროს მახსენდება რომ არ ღირს აზრის ძიება იქ სადაც ის საერთოდ არ არის . რაზეც ლაპარაკი შეუძლებელია იმაზე დუმილი სჯობს .

მეც ჩემთვის , უხმოდ დამიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის წილებზე ვფიქრობ, ხელოვნების არტ ბაზარს, რომ ინაწილებდნენ ნეტა ვის უფრო მეტი ხვდა ???

Tuesday, February 11, 2014

ბადე ჩვენი არსობისა

სამგზავრო ბარათის დასატენი რიგი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ არის, რასაც ადამიანი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე აწყდება, მით უმეტეს თუ შენთან სახლში სტივს უნდა მიუსწტო.

სტივი დიდი ბიჭია. ძლიერი და ამაყი. სახლში ლიგის თასი აქვს. სულ გააქვს ბურთი ბადეში ან სხვებს არ ატანინებს, გააჩნია ვინ აგორავებს მრგვალ ჰაერს მწვანე მინდორზე. დემოკრატი ბიჭია ერთგვარი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს სადაც ან მონის ცხოვრებით უნდა იცხოვრო ან მხსნელის. არჩევნის უფლება არ გააჩნია. ის უკვე მხსნელია.

ბადეში ბევრჯერ გაუტანია, მაგრამ ახლა ეგ სულ ფეხებზე ჰკიდია. სამყაროც ასეა თუ ისე მაინც დიდნახვრეტებიანი ბადეა და მასში ადრე თუ გვიან ყველაფერი გადის : ბურთი, მეგობრობა, კარაქიანი პური , დაუფარავი კრედიტები, ბუსუსიანი პრეზერვატივი, ვაშლი, ბეისბოლის ბიტა, ქალის ტუჩსაცხი, მკვდარი გვამები და მე .

კითხვების გარეშე ცხოვრება სახიფათოა მხოლოდ არსებული რელობით უნდა დაკმაყოფილდე. ხოდა აი რა მაინტერესებს : რა ჰქვია იმ გრძნობას, რომელიც გეუფლება როცა ახლობლებს შორდები და ისინი ნელ ნელა თვალს ეფარებიან. სანამ უკვე შორს წერტილებად არ მიმოიფანტებიან ?

ის კი ვიცი ადამიანის თვისებაა მიეჩვიოს რომ რაღაცეები რთულდება, რომ რაღაც ისედაც რთული, რომლის გართულება შეუძლებელია, კიდევ უფრო გართულდება. თვალსმოფარებული ახლობლების არ ყოლის პირობებში, მათი იგნორის და მათ ადგილას ვაკუომის გაჩენის დროს,საკუთარ მოქმედებებს ინტუიციას ვუწოდებთ. ეს ნიშნები კატეგორიულად და კერპად მბრძანებლობენ. ამ ბრზანებების მეშვეობით ხერხდება საკუთარი მთლიანობისა და საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვის თავიდან აცილება.

ბადეში მხოლოდ ერთი რამ ვერ ძვრება.

ხმა ! ხმები !

ადამიანებს ხმები არ ეცვლებათ, მით უმეტეს ახლობლებს, ყოველშემთხვევაში იმაზე მეტად არა ვიდრე დანარჩენი რაღაცეები, თუნდაც თვალების გამომეტყველება, ტოტალური ფიზიკური ნგრევის მორევში, რომლის ბოლოსაც სიბერეა, მხოლოდ ხმა და გამოხედვა რჩება, ხასიათის სიმტკიცის, მისწრაფებების, სურვილებისა და ყველაფერი იმის ავადმყოფურ, მაგრამ უდავო მტკიცებულებად რისგანაც შედგება ადამიანის პიროვნება.

მე დღეს ზუსტად ის ხმა გავიგონე.



Saturday, July 13, 2013

მთვარე მორიელის -- "soul mates become soulless "

ივლისის შუა რიცხვებია, თოთხმეტი თუ ცამეტი, დღეები მერევა, დროის შეგრძნება უკვე კარგა ხანია დავკარგე. ბოლო სიზმარი მგონი აპრილში ვნახე. არაა ? ჰო ! ჰო ! რავიცი ...სიზმარსა და სიზმარს შორის მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს, გონება ისევ პარტიკულარებად არის დაყოფილი და აქა იქ ტოვებს წარსულის გადღაფნილ ლაქებს.



როცა გარშემო სრული სიჩუმე ჩამოვარდება, როცა ეზოდანაც არ ამოდის,სახლიდან უპატრონოდ გამოყრილი ბავშვების აურზაური, მაშინ დგება ჭეშმარიტი მუსიკის დიადი გამარჯვების წამი. ჩემ გვერდით იმ წუთასვე შუბერტი გაჩნდება,ავსტრიელი ნაბიჭვარი. ზის და აჟღერებს "ავე მარიას " თან სახეში მიყურებს ეგ ახვარი, სულ ფეხებსშუა, რომ განძი აქვს იმაზე კიდია, როგორ მანადგურებს თითოეული ბეკარით, თითოეული ბემოლით , დიეზით, მინორით .



ისე ვატყობ, ამ ბოლო დროს, ცოტა საერთო ენა მაინც ვიპოვეთ. ყოველთვის როცა ვუსმენდი, ან მაიძულებდა მესმინა, რაღაცნაირად ვითრგუნებოდი, ამის წინ კი, როცა ეს არისტოკრატიული მიდრეკილებების მქონე ავსტრიელი, სისხლის გამხმარი ლაქის ფერი თვალებით მიყურებდა მეუბნებოდა, რომ ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, რაღაც რაღაცეები ყოველთვის ხდება, ადამიანები კოღოებს ჰგვანან – შეგახტებიან და კარგად მეყოლე. შენ იფხან და იფხან,. კვდები ფხანით, ფრჩხილებით კანს იგლეჯ, სისხლი გდის მაგრამ კოღოებს ვერ იშორებ. სადაც ფეხს დავდგამ ყველგან კოღოებისგან დაკბენილი ადამიანები მხვდებიან, მაგრამ უნდა ავღნიშნო , რომ ეს ყველაფერი ამჯერად ჩემზე დადებითად მოქმედებს ~, იმის მაგივრად, რომ დეპრესიაში ჩავვარდე, მაგრად ვხალისდები. სულ უფრო და უფრო მეტი ნაკბენის ნახვა მინდა, ისედაც კანგადაყვლეფილი ადამიანების კანზე. დაე ისემც უქნია ფხანაში ამოხდიათ სული ყველას .



ისე კი ვფიქრობ, რომ ფხანას და შუბერტის ცინიკოსობას გაუძლებს კაცი. მთელ ამ გაუგებრობაში ის კი არ არის გასაკვირი ადამიანებმა საკუთარ სანეხვეზე ვარდები რომ გაახარეს, არამედ ის რომ რაღაც გაუგებარი მიზეზით მათ ამ ვარდების გახარება სურთ. რაღაც აუხსნელი მიზეზით ადამიანები სასწაულს ელიან და ამ სასწაულის სახელით ერთმანეთს სისხლში ახრჩობენ, იდეურ დებოშებს აწყობენ . მზად არიან აჩრდილებად იქცნენ, ოღონდ კი ერთხელ მაინც მოუხუჭონ თვალი საზარელ რეალობას. ყველაფერს ვუძლებთ: დამცირებას, სირცხვილს, სიღატაკეს, შიმშილს, –იმ იმედით, რომ ერთ დღეს სასწაული მოხდება და ამ სასწაულის წყალობით ჩვენი ცხოვრება ასეთი გაუსაძლისი აღარ მოგვეჩვენება. მოკლედ ერთგვარად ამ ილუზიის ტყვეობაში ვართ და კაცი არ მოიძებნა კარი, რომ გაგვიღოს და ტყვეობიდან გვიხსნას.



ივლისის შუა რიცხვების ეს მშვენიერი დილა ასეთ სამყაროში მითენდება, ჯუნგლების სამყაროში, რომელშიც მშიერი და ბრჭყალებალესილი აჩრდილები დაძრწიან და თუ მე ამ ჯუნგლების ბინადარი აფთარი ვარ, მაშინ მშიერი და გაძვალტყავებული აფთარი ვყოფილვარ, ჰოდა, დროა, მოვსულიერდე და მოვიკეთო .

Thursday, June 6, 2013

აქ და ახლა

2 X 2 =4 ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მათემატიკური ამოცანაა . ყოველთვის 4 იყო, ეხლაც 4 და შემდეგშიც 4 იქნება . შეუძლებელია 2 გავამრავლოთ 2 ზე 4 არ იყოს . ეს ესეა და ამას ვერ შევცვლით . ყოველგვარი ძალისხმევა ამ თეორიის წინააღმდეგ მიმართული კრახისთვის არის განწირული.



ადამიანთა უთიერთობები, მთელი მათი არსებობა და ქცევა, მათი ბორკილები და საზღვრები, მათი ცნობიერების პროდუქტებია, ამიტომ სავსებით რეალურია ადამიანს წავუყენოთ მორალური მოთხოვნა, შეცვალოს ახლანდელი ცნობიერება კრიტიკული ან ეგოისტური ცნობიერებით და ამ გზით თავიდან მოიშორონ შემზღუდავი საზღვრები , ეს მოთხოვნა ცნობიერების შეცვლისა დაყვანილია მოთხოვნაზე რომელიც მთელ ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია და იგი შემდეგნაირად ჟღერს : „ სხვაგვარად განმარტო არსებული, რაც ნიშნავს, აღიარო იგი იმით, რომ სხვაგვარი განმარტება მისცე მას“



2 X 2 = 5



საერთოდ მორალური მოთხოვნა საკუტარი თავის მიმართ აუცილებელია, სხვების მიმართ ემპათიაზე რომ არაფერი ვთქვა . შეგვიძლია წარმოივიდგინოთ კონფრომისტ ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც მუდამ კმაყოფილია საკუთარი თავით , სოციალური სტატუსით , ისეთის რომლის კონცეპტუალური ვექტორიც პიროვნულ კეთილდღეობაზე გადის და მეორე, რაღაცნაირად მარგინალური, სხვებისგან განსხვავებული ჯგუფიც, რომელიც გამოეყო კონფრომისტებს და სიამოვნებას ის ანიჭებს , რომ საკუთარ თავთან და სინდისთანაა მართალი .



ეკამათე საკუთარ თავს ყოველთვის. შენს თავთან კამათის სიკეთე ისაა, რომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამოვკრიბოთ ტყუილები, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია ჩვენ და საკეთილდღეოდ, ხოლო ვუარყოთ ყველაფერი დანარჩენი, როგორც პროპაგანდა თუ საკუთარ ტვინში საკმარისი ხვეულები ვიპოვეთ ამ თეორიის ჩამოსაყალიბებლად , მთელი არსებით მივეკრათ მას როგორც ახალშობილი ბავშვი დედას , და გადავაქციოთ იდეა უტოპიად .



მე ახლა უტოპიაში ვცხოვრობ და მე მომწონს ჩემი ახალი უტოპია როგორც ჰაქსლი იტყოდა



„“I'd rather be myself, myself and nasty. Not somebody else, however



მე კონფრომისტი ვარ და 2 X 2 = 4

მე მარგინალი ვარ და 2 x 2 = 5



Friday, April 26, 2013

პარეტო გაუმჯობესება

ერთის უბედურების ხარჯზე, ყოველთვის უმჯობესდება ვიღაცის მდგომარეობა, რაღაცნაირი სოციალური ტრანსფორმაცია ხდება ერთი მასის კეთილდღეობის გამო, ვიღაც "ამაზრზენი" ფრი რაიდერის შემწეობით.



ჩვენ ამას რათქმაუნდა ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ ადამიანი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს. ტვინში პარტიკულარულად მოწყობილ სივრცეებში. ზოგჯერ რაღაც ჯგუფი გაიბრძოლებს ამოხტეს ამ მოჯადოვებული წრიდან და აჰაა ... !!! ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ულტიტუდი ისეთი მიუღწეველი ჩანს, როგორც ლივერპულის მიერ პრემიერლიგის ჩემ სიცოცხლეში მოგება.



შესაძლებლობები კიბოსავით არის, რაც მეტს ფიქრობ უფრო მრავლდებიან, შეუძლებელი ხდება მათი შეჩერება. ერთის შესაძლებლობა ყოველთვის მეორის შეუძლებლობაზეა დამოკიდებული.



რა გავაკეთოთ ? როგორ შევიმუშავოთ კონსპირაციის თეორია კიბოს წინააღმდეგ ? ვილაპარაკოთ : სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე, სიბერეზე , სიყვარულის შეუძლებლობაზე , სექსზე , ზღაპრებზე , მდიდრებზე და უსახლკაროებზე, სიკეთის არ არსებობაზე , გაგების არ ქონაზე, ვერ ნათქვამ წინადადებებზე , ყელში მომჯდარ სიტყვებზე, თვალებზე გაყინულ ცრემლებზე ოღონდ ვილაპარაკოთ. ვიყოთ "ამაზრზენნი" და ვიქნებით მართალნი



მე ვილაპარაკებ . ამით ჩემდაუნებურად ვიღაცის პარეტო გაუარესებას უკვე ჩავუყრი სათავეს.



ასე რომ პარეტო ეფექტიანობა ბუნებაში არასოდეს მიიღწევა.



* პარეტო-ეფექტიანობა ფაქტობრივად ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების მდგომარეობას შეესაბამება და ეკონომიკური ოპტიმუმის ცნების სახითაც მოიხსენიება. პარეტოს ოპტიმუმი გულიხმობს ისეთ მდგომარეობას, როცა შეუძლებელია რაიმე კეთილდღეობის მიღწევა სხვა ინდივიდის დაზარალების გარეშე

Saturday, January 26, 2013

მე – არაფერი

სიზმრების მეშინია, რომ ვიღვიძებ ემოციურად დაცლილი ვარ, არადა სწორედ მაშინ უნდა დავიწყო. ამ მოჩვენებების გროტესკულობის აღქმას უფრო საღი იუმორი სჭირდება ალბათ.

დუბლი 11 კადრი : აღარ მახსოვს მერამდენე

მე

ნივთებს ვალაგებ ერთი ადგილიდან მეორეზე,მეორიდან,მესამეზე გადამაქვს სრულყოფილების მისაღწევად. ბოლოში როცა გავდივარ მაშინ ვხვდები, რომ თურმე თავიდანვე არასწორად გადავაადგილე, ანდა რა აზრი ჰქონდა ? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ხომ არ იცვლება. ვფიქრობდი:რა საზიზღარია ადამიანი ყველაფერს მარტივად ეგუებათქო. თავში სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი, ვცდილობდი რამით გამომეტენა, მაგრამ შენც არ მომიკვდე...ვერაფერს ვინახავდი. ცხოვრება ცვალებადიათქო ვფიქრობდი, არაფერი გრძელდება სამუდამოდ. ამაში თავისთავად ახალი არაფერია, უბრალოდ უფრო მძაფრად შევიგრძნობდი ახლა. მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში,ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდება. იქნებ არასწორ ადგილას ვეძებ ? იქნებ იმის გამო, რომ იქ არ ვეძებდი სადაც უნდა მეძებნა. ნამდვილი ცხოვრება კიდე ის არაა ელოდო დინება როდის წაგიღებს, ზოგჯერ უმჯობესია საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდე. როდესაც ვიღაც შემოდის შენს ცხოვრებაში ერთი ნაწილი ამბობს მზად არ ვარო, მეორე კი გეუბნება არსად გაუშვაო. ამ ორიდან რომელიმე უნდა გააკეთო, თუნდაც უმნიშვნელო იყოს უნდა გააკეთო, რადგან სხვა შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს.

შენ

"ჩვენ" – შენ და ის და "ის"– მე

დღეს ამას იზამდა, ხვალ იმას,ზეგ სხვას. თვითონ გიკვირს რატომ ცდილობ სხვისი ცხოვრება შეავსო. შენი ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობაა, ამას შენს გარდა ვერავინ ხვდება, რადგან შენ სულ იღიმი, რადგან გგონია თუ შენ უბედურებას დამალავ იგი გაქრება, ეს გარკვეულწილად ასეცაა. რაც არ ჩანს ის არც არსებობს, იმიტომ, რომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ყველაფერი ხილული და მატერიალურია. სადაც ყველაფერს შეგიძლია ხელით შეეხო.შენი ტკივილი კი უხილავია.

შენ არასოდეს ამბობდი "ხომ გეუბნებოდიო" მაშინაც კი როცა მართლა მეუბნებოდი.

შენ ისე მიღიმოდი–ისე იმ ადამიანს უღიმიან, რომელსაც სადაცაა მიატოვებენ.

შენთვის რომ ეკითხათ იტყოდი მიყვარსო. იცოდი, რომ მართლა გიყვარდა თუმცა საქმეც ეგ იყო, რომ " ი ც ო დ ი " ნუ ტირი, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ, რომ ეს იყო



ინტერვიუს ვაძლევდი სიცოცხლეზე. ვერ მივხვდი რატომ ვსაუბრობდი ამაზე,ან ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებდა მაგრამ მაინც : "სიცოცხლე იმით კი არ იზომება რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით,რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა" .



P.S. " ვინც მარტო რჩება ამქვეყნად, ის არაფერია " © Shakespeare



მე –– არაფერი

Thursday, August 16, 2012

რატომ არ დამირეკე ხვალ ?

ყველაფერი თავის ადგილზეა, ანუ ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო. 4 საათი და 13 წუთია , 47 წუთში 5 გახდება და ა.შ.

ფანჯარა ისევ გამჭვირვალეა, რაღაც ოპორტუნისტულად ვიყურები შიგ, ისევ ის თვითმფრინავები დაფინავენ, სხვადასხვა ოცნებებით. რა ლამაზია როცა თოვს, ლამპიონების ქვეშ ზიხარ და ოცნებაგატანებული თვითმფრინავის კვალს უყურებ ცაში, გაცრეცილს მაგრამ მაინც .....

ამაზე აღარ გავაგრძელებ არ ღირს , სხვა რაღაცას ვფიქრობდი საერთოდ ჰოლოკოსტის ბოლომდე მიყვანაზე და არასრულყოფილ ემანსიპაციაზე. ემანსიპაცია - ინდივიდუალური არსებობა და მისგან გამომდინარე თავისუფლების აღქმა დემოკრატიის ქვაკუთხედია, ერთქგვარი კონტრაქტი ხელმოწერილი, თუმცა უფრო დიდი, ვიდრე ქაღალდზე უაზროდ მიმოფანტული სიტყვების გროვა . წარსულს რომ გადახედავ, იქნებ ცდები,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და გათვლილი.ზოგადად როცა სინათლე ქრება და უცებ წყვდიადი ისადგურებს შენდაუნებურად ფიქრობ ნეტავ საერთოდ არ ანთებულიყოო

ბავშვობაში ერთი ასეთი ამოჩემება მქონდა : შემეძლო საათობით ვმდგარიყავი ეზოში და ყვითელი ყვავილი გულდასმით უსაზღვროდ დიდი დროის განმავლობაში მეთვალიერებინა. აი ის გაზაფხულზე მარტში რომ ამოდის. ვაკვირდებოდი როგორ ცოცხლობდა, ვკრეფდი და შემდგომ სახლში მიმქონდა. მეგონა ეს ყვავილი სულაც ჩემთვის ამოდიოდა. თუმცა ყველაფერი იცვლება 10 წელია ალბათ არცერთი ყვითელი ყვავილი არ შემხვედრია. მილიონჯერ მაინც ჩავუარე გვერდით და 1 წამითაც არ ამჩქარებია გული, ჰეჰ გასაკვირია ,იმ დროს როგორი აღტაცებით მიმქონდა შინ . რაღაცნაირად საერთოდ უცხო გახდა ჩემთვის და ამის გამო არც იმედგაცრუება განმიცდია და არც გულისტკივილი ...... არადა მაშინ ყველაზე ლამაზი და უსაზღვროდ სრულყოფილი მეჩვენებოდა ......